მოდა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია მთელს მსოფლიოში. რომელიც ძალაუნებურად თითოეულ ჩვენგანს ამოძრავებს. ზოგს ნაკლებად აინტერესებს და იცმევს იმას, რაც უბრალოდ სურს. ზოგი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და ყველანაირად ცდილობს აყვეს მოდის სამყაროს. ვისაც აინტერესებს წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია და საერთოდ რას უნდა მივაქციოთ წელს ყურადღება, მაშინ დარჩით ჩვენთან.

Prada

წელს პრადას ყურადღების ცენტრში ექცევა გველის ტყავი, თევზის ფარფლი და ბეწვი.
სამი რადიკალურად განსხვავებული ხაზი, რომლის ერთად ასხმასაც შეეცადა და საკმაოდ კარგადაც წარმოგვიდგინა ამ ბრენდმა. ფერთა გამამ ეს განსხვავება, ერთ სურათში მოაქცია.

Chloé

აქაც ხაზი არ ირღვევა (გველის ტყავი, ბეწვი). უბრალოდ განსხვავებაა ფერთა შეხამებასა და სტილშია. ქლოესთან თევზი საერთოდ არ არის გამოყენებული. ტონალობა უფრო მუქია, პრადასგან განსხვავებით.

Gucci

გუჩიმ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ის ხაზი, რომელიც უკვე ვნახეთ ჩამოთვლილ დიზაინერებთან… “მყვირალა” ფერები, ატლასი და შიფონის ქსოვილები.

 Dolce & Gabbana

აი დოლჩე და გაბანამ ფურორი მოახდინა… გველის ტყავს, აქტუალურ ვეფხვის ტყავს და თევზის ფერფლს, დაუმატეს ვარსკვლავები ქსოვილებზე… ქალი თუ მამაკაცი???… ძლიერი და სექსუალური ქალი, რომელიც კაცის როლს კარგად ირგებს… დროა მამაკაცის ფეხსაცმელები შეიძინოთ და წინდებიც არ დაივიწყოთ…

წარმატებულ “შოპინგს” გისურვებთ!