დიდი რაოდენობით ყალბი ჩანთა იყიდება ჩვენთან სხვადასხვა ცნობილი დიზაინერების სახელის ქვეშ. რა თქმა უნდა, ყველა ხვდება რომ ნამდვილს Hermes Birkin-ს ვერ შეიძენ 50 ლარად. და ვერც 500 ლარად, რაც არ უნდა ტყავის იყოს ან “ჩამოტანილი პარიზიდან”, “შეძენილი ზაფხულის ფასდაკლებებზე”…

კარგი, თუ მაინც გჯერათ მსგავსი ლეგენდების, ისწავლეთ გარჩევა და თავად დარწმუნდით ჩანთის ორიგინალობაში. ამ სტატიაში განვიხილოთ Hermes-ის ბირკინის ჩანთა. სულ რამოდენიმე დეტალზე დაკვირვება და თქვენ გეცოდინებათ რას ყიდულობთ.

ფორმა:

აუთენტური, ანუ ჩვენებურად ნამდვილი ბირკინის ჩანთის ფორმა შეკრულია, ზედაპირი მოუხეშო ამავე დროს რბილია, მკვეთრად გამოკვეთილი და ხასხასაა. მაშინ, როცა ყალბ ჩანთას გააჩნია გამოზნექილი ადგილები იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებ ელოდები.

ნამდვილი (წინხედი)
ყალბი (წინხედი)

 

ნამდვილი (უკანა მხარე)
ყალბი (უკანა მხარე)
ნამდვილი (ძირი)
ყალბი (ძირი)

იარლიყი და კონტურები:

იარლიყი ჩანთის შიგნით, იგივე მისი წარმომავლობის მანიშნებელი ბეჭედი, ნამდვილი ბირკინისა არის ნათელი, ერთგვაროვანი, კარგად გამოხატული ნაბეჭდი ასოები.  ხოლო ყალბ ბეჭედს მარტივად გამოარჩევთ – ის “გადღაბნილი”, არაერთგვაროვანია. აშკარად ჩანს განსხვავება.

ნამდვილი (იარლიყი)

 

ყალბი (იარლიყი)

კავეული:

ორიგინალი ჩანთის კავეულზე ამოტვიფრული წარწერა თხელი და ნატიფია, მაშინ როცა ყალბ ჩანთაზე წარწერა ღრმადაა ამოკვეთილი, ასოები ფართოა და საკმაოდაა დაშორებული ერთმანეთისაგან.

ნამდვილი (ტვიფრი)
ყალბი (ტვიფრი)

შიდა თასმა:

ნამდვილი ბირკინი შიდა თასმა აკურატულადაა ამოჭრილი, ხოლო ყალბს ეტყობა უხეში ხელი.

ნამდვილი ( თასმა)
ყალბი (თასმა)

შიგთავსი:

 

ნამდვილი
ყალბი

საკეტი:

ზემოთ: ყალბი | ქვემოთ: ნამდვილი

ბოლო სიტყვად კი ვისურვებდი, რომ ყველა ჩვენს ერთგულ მკითხველს შეეძინოს ორიგინიალი ბირკინი :)

როგოგორც ქეითი ჰოლმსს