გეცვას კარგად არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ბრენდირებული სამოსი გქონდეს და ცნობილ დიზაინერებს ანიჭებდე უპირატესობას. მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმელი და სტილი ზუსტად გქონდეს მორგებული.

როგორც წვეულებაზე ჯინსებითა და კეტებით სიარული არ არის მიღებული, ასევე ჩვეულებრივ დღეებშიც უნდა ჩავიცვათ ისე, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ და ვიზუალი ჩვენი ცხოვრების სტილს შეეფერებოდეს.

ნებისმიერ ადამიანს უნდა, რომ ეცვას გემოვნებით და მოხდენილად, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს ის და როგორი ცხოვრების სტილიც არ უნდა ჰქონდეს.

წარმოიდგინეთ ექსტრემალი და სპორტსმენი ქალბატონები, რომლებისთვისაც მოუხერხებელი და შეუსაბამოა მოკლე შემოტკეცილი ქვედაბოლო და 14 სანტიმეტრიან ქუსლზე აკოკოლავებული ფეხსაცმელი, რა უნდა ქნან მათ ?

ზუსტად ამ კითხვის პასუხად გაჩნდნენ ბრენდები და კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსტრემალი, სპორტსმენი ქალებისათვის ლამაზი და შესაფერისი ტანსაცმლის წარმოებას.

სტილი

დღესდღეობით უამრავი ფირმა არსებობს, რომელიც წარმატებულად მოღვაწეობს მსოფლიო ბაზარზე და მათ მიერ შემოთავაზებული ტანსაცმელი თუ აქსესუარები სრულად აკმაყოფილებს ქალების მოთხოვნებს.

არ აქვს მნიშვნელობა სნოუბორდისტი ხარ, ალპინისტი, სპრინტერი, ფეხბურთელი, ტანმოვარჯიშე თუ უბრალოდ თავზე ხელ აღებული. თქვენთვისაც არსებობს კომფორტული და ლამაზი ტანსაცმელი, რომლებსაც ისეთი ცნობილი ბრენდები ქმნიან როგორებიცაა:

  • ბარტონი
  • კილერლუპი
  • ფიშბონი
  • ოკლეი
  • ადიდასი
  • ბილაბონგი და სხვა

მოდის სამყარო იმდენად დიდია და მასშტაბური, რომ მასში ადგილი ნებისმიერი ადამიანის სურვილებისათვის მოიძებნება.

აირჩიეთ თქვენი ცოხვრების სტილისათვის შესაფერისი მოდური ტანსაცმელი თუ აქსესუარები და იყავით გამორჩეული.

ამ ბრენდებიდან რამოდენიმეს ცოტა უფრო დეტალურად განვიხილავ.

1. Burton

ეს ბრენდი ქალებისათვის ჩვეულებრივ სპორტულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს გვთავაზობს. ძირითადი ხაზი სადა და სტანდარტულია. უპირატესობა ენიჭება მუქ ფერებს. სტილი მაინც მამაკაცური (ან უნისექსი) უფროა ვიდრე მკვეთრად ქალური.

2. Oakley

ამ ბრენდს ქალური ფორმები, ფერები და სტილი უფრო მკვეთრად აქვს შემოტანილი კოლექციებში. იმის მიხედვით თუ რა სტილის ტანსაცმელზეა საუბარი შეიძლება განისაზღვროს მათი სპორტულობა და დატვირთვა ექსტრემში.

ოკლეის სტილი უფრო მოხდენილი და გაპრანჭულია შეიძლება ითქვას.

3. Billabong

ეს ბრენდი ერთი შეხედვით ყველა სტილსა და სიტუაციას არის მორგებული, თუმცა ყველაზე მეტად აქვს ქალური ელემენტები მის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. სხვადასხვა სეზონებზე ცვლის ძირითად მიმართულებას და დიდი ყურადღება ექცევა ზოგადი მოდის ტენდენციებს.

ჩამოთვლილი ბრენდების პროდუქტის ღირებულება იცვლება ძალიან დაბალიდან საშუალოზე ოდნავ მაღალ ფასებამდე, ნებისმიერს შეუძლია იპოვნოს რაღაც მისი ფინანსური შესაძლებლობისა და გემოვნების თანაფარდობის შესაბამისად.