ჩანთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარია ქალის ცხოვრებაში. მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ნებისმიერი ასაკის და სოციალური ფენის ქალისთვის, ხოლო ხარისხი და ვიზუალური მხარე ხშირად სხვადასხვა თანხებთანაა დაკავშირებული. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ჩანთებს, რომლებიც ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიო ბაზარზე.

ყველაზე დასანანი ისაა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ჩანთების უმრავლესობა ნიანგის ტყავისგან არის შეკერილი, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია.

Bottega Veneta Bambina

Bottega Veneta Bambina

ეს ჩანთა დამზადებულია “ბამბინას”  ჯიშის ნიანგის ტყავისგან. ხოლო მისი ფასი $ 7.800 არის. დამეთანხმებით არც თუ ისე ხელმისაწვდომი სიამოვნებაა.

Gucci Bamboo Boston

Gucci Bamboo Boston

ეს ჩანთაც დამზადებულია ნიანგის ტყავისგან. იგი დაშვენებულია ბამბუკის სახელურებით  და ოქროთი. მისი ფასი $ 11.900 გახლავთ.

Chloé ‘Paddington’ Leather Padlock Satchel

Chloé ‘Paddington’ Leather Padlock Satchel

ჩანთა გამოჩნდა 2005 წელს მაგრამ ეხლაც საკმაოდ პოპულარულია. მისი მთავარი ატრიბუტია მოზრდილი  ზომის ბოქლომი. ის სულ რაღაც $ 12.880 დოლარი ღირს.

Ralph Lauren Ricky

Ralph Lauren Ricky Pink

ისევე როგორც ბევრი სხვა ძვირადღირებული ჩანთა, ესეც შეკერილია ნიანგის ტყავისგან. განსხვავება კი იმაშია, რომ აქ გამოიყენეს ამერიკული ნიანგის ტყავი, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი იშვიათი და ძვირადღირებულია. ფასს უკომენტაროდ დავტოვებ $14.000

Zac Posen Alexia Crocodile Handbag

Zac Posen Alexia Crocodile Handbag

ნიანგის ტყავი, ოქროს ჯაჭვი და სხვა დანართები … როგორც ვიცით ჯურნალი “Forbes” არ წერს ჩანთებზე, მაგრამ მანაც გამოარჩია მილიონიდან ეს ჩანთა.

Leiber Dandelion Suede Gator Handbag

Leiber Dandelion Suede Gator Handbag

ესეც ნიანგის ტყავისგან შექმნილი ყვითელი ჩანთაა, რომელიც მოკაზმულია 18 კარატიანი ოქროს ჯაჭვებით. მისი ფასი $15.000-ია

Fendi “B.Bag”

Fendi “B.Bag”

ეს ფენდის ჩანთა პონის თეთრი ტყავისგანაა. ეს ჩანთა ნამდვილი ჰიტია. მან გაყიდვებით ამ ფირმის წინა ბესტსელერს Baguette-საც გაუსწრო. ამ თეთრი ჩანთის ფასია $27.700

Marc Jacobs Carolyn Crocodile Bag

Marc Jacobs Carolyn Crocodile Bag

ეს უცნაურ ფერის ნიანგის ტყავის ჩანთა სულ რაღაც $30.000 ღირს.

Gadino Bag by Hilde Palladino

Gadino Bag by Hilde Palladino

ნორვეგიის დიზაინერმა ამ ნიანგის ტყავისგან შეკერილ სადა ჩანთას სულ რაღაც 39 ბრილიანტი დაამატა. რამაც რაღა თქმა უნდა იმოქმედა მის ფასსზე. $38.470

Louis Vuitton Tribute Patchwork Bag

Louis Vuitton Tribute Patchwork Bag

ორიგინალური ჩანთა, რომელიც შედგება ლუის ვიტონის გაზაფხული-ზაფხულის ჩანთების კოლექციის 15 სემპლისგან. $42.000

Precious Rose by Judith Leiber

Precious Rose by Judith Leiber

ეს კლატჩი დამზადებულია 1016 ბრილიანტისგან, რაც შეადგენს  42,556 კარატს ,1169 ვარდისფერი საფირონის თვლისგან და 800 ტურმალინის ქვისგან. იგი ხელნაკეთია, ამიტომ ის მხოლოდ ერთია მსოფლიოში. მისი ფასი $92.000-ია.

Lana Marks Cleopatra Bag

Lana Marks Cleopatra Bag

ნიანგის ტყავი, თეთრი და შავი ბრილიანტები. $100.000

Urban Satchel Louis Vuitton Bag

Urban Satchel Louis Vuitton Bag

ფრიად უცნაური ჩანთუკა, რომელსაც გასაოცარი ფასი აქვს. $150.000

Hermes Diamond Birkin

Hermes Diamond Birkin

ეს ჩანთა დამზადებულია ნიანგის ტყავისგან, რომელსაც აქვს ბრილიანტები. ის დალასის სახლის აუქციონზე $203.150-ად გაიყიდა.

Chanel Diamond Forever Classic Bag

Chanel Diamond Forever Classic Bag

პირველი შეხედვით კლასიკური ჩანთაა, მაგრამ ყველაფერი ასე უბრალოდ ნუ მოგეჩვენება. ის მორთულია 334 – 3,56 კარატიანი ბრილიანტით და თვრამეტ კარატიანი ოქროთი. ფირმამ მხოლოდ 13 ასეთი ჩანთა გამოუშვა. მისი ფასიც შესაბამისია $261.000.

The Hermes Birkin by Ginza Tanaka

The Hermes Birkin by Ginza Tanaka

პლატინა და ბრილიანტი, თან ერთად…  ვის შეიძლება არ მოეწონოს? მხოლოდ იმას ვისაც $1,9 მლნ. არ გააჩნია.

1001 Nights Diamond Purse

1001 Nights Diamond Purse

ეს ჯერჯერობით ყველაზე ძვირადღირებული ჩანთაა მსოფლიოში. იგი გაკეთებულია 18 კარატიანი ოქროსგან და მოპირკეთებულია : 4517 ბრილიანტით; 105 ყვითელი, 56 ვარდისფერი და 4356 გამჭვირვალე ქვით. მისი წონა 381,92 კარატია. ამ აქსესუარის შექმნას დასჭირდა 10 იუველირის შრომა და 8800 საათი. Mouawad-მა ეს სასწაული $3,8 მილიონად შეაფასა და იგი შესულია გინესის რეკორდების წიგნში.