ნიშნობის ბეჭედი სწორედ ის სამკაულია, რომელიც შენი ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს და მუდმივად გახსენებდეს შენს მეორე ნახევარს. თუკი თავი მოგაბეზრა ჩვეულებრივმა რგოლებმა და რამე უფრო განსაკუთრებულსა და გამორჩეულს ეძებ, გადახედე ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე იდეას.

1. წარწერით

1

რა შეიძლება იყოს უფრო სასიამოვნო და შესაფერისი, ვიდრე სიტყვა LOVE, ან შენი მეორე ნახევრის სახელი? შეგიძლია აირჩიო მარტივი დიზაინი, ან წარწერა გააფორმო ძვირფასი ქვებით.

2. ვინტაჟი

2

ასეთი ბეჭდების საკმაოდ ფართო არჩევანია. ის ძალიან ნაზი, მრავალფეროვანი და თვალისმომჭრელია. შეგიძლია შეარჩიო უფრო თანამედროვე დიზაინიც.

3. გრავირებული

3
აღნიშნე ახალი ცხოვრების დასაწყისი და ამოტვიფრე შენს ბეჭედზე რამე პერსონალური, მაგალითად, თქვენი „საიდუმლო სიტყვა“.

4. ვარდისფერი ოქრო

4

თუ გინდა განსხვავებული ბეჭედი კლასიკური ელემენტებით, მაშინ სწორედ რომ შესაფერისი ვარიანტია. როგორიც უნდა შეარჩიო, მინიმალისტური თუ დამატებითი ელემენტებით გაწყობილი, ვარდისფერი ოქრო მაინც უჩვეულოდ ლამაზად გამოიყურება.

5. ორნამენტებიანი

5
ეს ბეჭედი უფრო მდიდრულია, შეგიძლია რამე ორიგინალური ორნამენტებითაც გააფორმო.

6. ბუნებრივი

6
ორიგინალური ბეჭედი, რომელიც ამავდროულად ხელოვნების ნიმუშია, ნამდვილად განსაკუთრებული და მოულოდნელია.

7. მოელვარე საფირი

7
ქეით მიდლტონმა სწორედ ასეთ ბეჭედს მიანიჭა უპირატესობა. ალბათ დაგვეთანხმები, რომ ნამდვილად იმსახურებს სამეფო ბეჭდის ტიტულს.

8. უსასრულობა

8
თუკი აქცენტს აკეთებ თვლებით გაფორმებულ მოელვარე ბეჭედზე, მაშინ მსგავსი დიზაინი შეგიძლია გამოიყენო, ნიშნად თქვენი უსასრულო სიყვარულისა.

9. ანაბეჭდები

9სწორედაც რომ ინტიმური ბეჭედია, რომელიც გაფორმებულია თქვენი თითების ანაბეჭდით. შეგიძლიათ ასეთი ბეჭედი დაამზადებინოთ თქვენი გაცნობის თარიღის ასაღნიშნად, ან უბრალოდ საჩუქრად.

და ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ბეჭედს შეარჩევ, მთავარია იყოს ისეთი, რომელსაც ყოველდღე სიამოვნებით ატარებ და ყოველთვის, როცა შეხედავ, შენთვის ძვირფას ადამიანს გაგახსენებს.