30 სექტემბერს პარიზის მოდის კვირეულზე ელი სააბმა 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა, სახელწოდებით „მაქმანებიანი ბაღი“ (“A Lace garden”). დიზაინერმა ტრადიციას არ უღალატა: მდიდრული ფერები, მაქმანები, შიფონის ფრიალა, გრძელი კაბები, ყვავილების პრინტი და  წვრილი ფერადი ქამრები

ამ ჩვენებამდე რამდენი დღით ადრე ლუქსემბურგში გამართულ სამეფო ქორწილში, პრინც ფელიქსის  მეუღლე კლერს ელი სააბის ულამაზესი, მდიდრული საქორწინო კაბა ეცვა, რომელიც მთლიანად ხელით იყოს შექმნილი.

გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის დომინანტი ფერებია შავი, თეთრი, მწვანე და ატმისფერი. ამ უკანასკნელს უფრო ზუსტად გამოსახატად ხშირად უწოდებენ ორაგულის ხორცისფერს.

ნაზი და დახვეწილი თეთრი, გამჭირვალე შიფონით და მაქმანებით. აქ ძირითადად დიზაინერმა მინი და მიდი კაბები შემოგვთავაზა.

ზურმუხტისფერი მწვანე სააბის ერთ-ერთი საყვარელი ფერია და ყველაზე მომხიბვლელი საღამოს კაბები სწორედ ამ ფერში აქვს.

ყაყაჩოს პრინტიანი თეთრი ფერის კაბები ძალიან ორიგინალური, დახვეწილი და ლამაზია.

Lady in Red და ელი სააბის რამდენიმე წითელი კაბა.

შავ-თეთრი შტრიხები და ყვავილების პრინტი კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, რომ ეს კოლექცია გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის ზედგამოჭრილია.

დიდებული შავი ფერის ტანისამოსი, გამჭირვალე და სექსუალური მაქმანებით.

ლიბანელმა დიზაინერმა შეინარჩუნა თავისი პოზიციები, როგორც ყველაზე ქალური, ნაზი და დახვეწილი კოლექციების ავტორმა, რაშიც უთუოდ დაგვეთანხმები.