Ari Seth Cohen–ი ნიუ იორკში მცხოვრები ცნობილი ფოტოგრაფია, რომელიც დაკავებულია მხოლოდ ხანდაზმული, ელეგანტური ადამიანების გადაღებით. მისი ბლოგი დატვირთულია ამ საოცრად სიცოცხლით სავსე ფოტოებით.

ფოტოგრაფის თქმით, ადამიანების ინდივიდუალური სტილი ასაკთან ერთად უფრო იხვეწება და იკვეთება. რაც შეეხება ქალებს, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ დროსთან ერთად ქალები კიდევ უფრო თამამები ხდებიანდა სხვისი აზრი ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ.