დომენიკო დოლჩესა და სტეფანოს გაბანას მიერ მილანის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი 2014 წლის გაზაფხულის კოლექცია არ იყო უბრალოდ დიზაინერების მიერ შექმნილი ახალი სამოსი. თითოეული დეტალი, აქსესუარი იყო უზომოდ დახვეწილი, ორიგინალური და შეიძლება ითქვას, ხელოვნების ნიმუში.

„ეს არის ოცნება სიცილიაზე“ – განაცხადა სტეფანო გაბანას კოლექციის შეფასებისას. „წარმოიდგინეთ, რომ იმოგზაურეთ სირაკუზში ან ტაორმინაში და ნახეთ ბერძნული თეატრი, ძველი მონუმენტები. შინ დაბრუნებული გამუდმებით ფიქრობ ამაზე“. აღსანიშნავია, რომ დომენიკო დოლჩე სიცილიელია და ამ ფაქტმა არაერთხელ მოახდინა გავლენა ადრეულ კოლექციებზეც.

ულამაზესი, დახვეწილი დეტალები, ნაზი და ქალური სამოსი, რომელიც ნებისმიერი ასაკის და გემოვნების ქალისთვის სასურველია.

ოქროსფერი, შავი, წითელი ფერები, დიდი ოქროსფერი ქამრები, ფერად-თვლებიანი პლატფორმები, მცირე ზომის ჩანთები, ბერძნული და რომაული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი კოლონები და ბევრი ისეთი დეტალი, რაც უნდა ნახო და დატკბე.

მდიდრული ოქროსფერი სამოსი, მონეტებით და დიდი ქამრებით გაწყობილი.

 

ყვავილების სხვადასხვა პრინტი. აყვავებული ნუშის ბაღები და უნაზესი ფერები.

 

ფრიალა, აბრეშუმის, საოცრად ნაზი კაბები, ბერძნული ტაძრების კოლონების ხედებით.

 

დიდებული შავი ფერი და გრძელი მონეტებიანი საყურეები და ყელსაბამები.

 

შავ-თეთრ კოპლებიანი შიფონის კაბები და პერანგები, რაც ქალურობას განსაკუთრებით უსვამს ხაზს.

 

მკვეთრი ნათელი ფერის რამდენიმე წითელი კაბა.

 

ფერადი ხელოვნური ბეწვისგან შექმნილი სამოსი.

 

განსაკუთრებით საყურადღებოა აქსესუარები: ოქროსფერი მონეტებით გაწყობილი ქამრები, ყელსაბამები, საყურეები, ფერადი ყვავილების და მონეტების ფორმის თმისსამაგრები და ღილები .

 

სხვადასხვა ორნამენტით და ფერადი თვლებით გაწყობილი ფერადი მცირე ზომის ჩანთები.

 

დიზაინერებმა ამ კოლექციაში წარმოდგენილი ფეხსაცმლისათვის გამოიყენეს მცირე ზომის კოლონები, ხოლო პლატფორმები გაწყობილი იყო ულამაზესი ფერადი თვლებით, გამოსახულებებით და მონეტებით.

 

ალბათ, დამეთანხმები, Dolce & Gabbana-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოველთვის საინტერესო, სასურველი დარჩება მოდის ინდუსტრიაში.