დღეს თბილისში მოდა ძალიან აქტუალურია. ქუჩაში რომ გაიარო, თინეიჯერიდან დაწყებული ასაკოვანი ხალხით დამთავრებული, იშვიათად თუ მოძებნი ადამიანს, რომელიც მოდის რომელიმე ასპექტში არ ჯდება და თავისი სტილი არ აქვს. თუმცა ევროპის გავლენა ისევე როგორც ბევრ სხვა დარგშიც, მოდის სფეროშიც განსაკუთრებით იგრძნობა.

შემოდგომა მოვიდა, აცივდა და სულ მალე ამ ყველაფერს კიდევ უფრო ცივი და სუსხიანი ზამთარი შეცვლის. მოდაც ამის მიხედვით იცვლება და ბუნებრივია ამინდს ერგება, ამაში არა მხოლოდ თბილი ტანისამოსის ტარებას, არამედ ზოგადად ფერთა გამის ცვლილებებს და სტილის ამინდთან მორგებასაც ვგულისხმობ.

გერმანია მოდის სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. ცნობილ ბრენდებთან ერთად აქ ნახავთ,ეგრედწოდებულ “Second Hand”-ში ნაყიდ ტანსაცმელს, თუმცა გაგიჭირდებათ თქვათ, რომ რაიმე უგემოვნოდაა შერჩეული. ტანსაცემლთა საუცხოოდ შეხამება და უგემოვნო ტანისამოსის ისე წარმოჩენა თითქოს გემოვნებიანია-ევროპელების საუკეთესო თვისებაა.

გერმანიაში ძალიან პოპულარულია: “ZARA”, “H&M” (უმეტესწილად, მეც ამ ბრენდის მომხმარებელი ვარ), “C&A” (ამ ბრენდსაც ხშირად მოვიხმარ) და ა.შ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით, თვითონ ნახეთ და შეაფასეთ გერმანიის მოდა: