Home სიახლეები

დევიდ კომას წარმატების შემდეგ თითქოს ახლადაღმოჩენილ ნიჭიერ ქართველებს უფრო მშვიდად უნდა შევხვედროდით, თუმცა ახალ ამბავს დემნა გვასალიას და Balenciaga-ს სახლის თანამშრომლობის შესახებ ფეიერვერკის ეფექტი ჰქონდა. უცნაურია, მაგრამ მსოფლიო მოდის წრეებში კარგად ნაცნობ ქართველ დემნა გვასალიას სამშობლოში თითქმის არ იცნობენ.

gvasalia-cover-image_rfsgml

“ვუნდერკინდი”, მარტინ მარჯელას “სულიერი შვილი”, ასეთი ეპითეტებით მოიხსენიებს მსოფლიო პრესა 34 წლის დემნა გვასალიას. მან თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავდა, შემდეგ მარტინ მარჯელას და ანტვერპენის ექვსეულის მსგავსად, განათლება ანტვერპენის ხელოვნების სამეფო  აკადემიაში განაგრძო ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობით.

დემნას Maison Martin margiela-ში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება აქვს. შემდეგ, 2012-2014 წლებში Louis Vuitton-ის ქალის ხაზის მთავარი დიზაინერი იყო. ამ წლის ივლისში ცნობილი გახდა რომ Balenciaga-ს სახლის მთავარი დიზაინერის პოსტს ტოვებს ალექსანდრ ვანგი, შემდეგ კი გავიგეთ, რომ მას ახალგაზრდა ბრენდის Vetement-ის დამფუძნებელი, მთავარი დიზაინერი და სულისჩამდგმელი, დემნა გვასალია ცვლის.

 

Vetement, თარგმანში “ტანსაცმელს” ნიშნავს. ფრანგული ბრენდი, რომელიც სულ ახლახანს, 2014 წელს დაარსდა და რომელსაც დიზაინერთა რვაკაციანი ჯგუფი ხელმძღვანელობს (მათ შორის დემნას ძმა, გურამი) პოპულარობას თანდათან იკრებს. 2015 წელს ბრენდი პრესტიჟული კონკურსის LVMH prize-ის ფინალისტთა შორის მოხვდა. გახეხილი ჯინსები, მოცულობითი პალტოები, ბაიკერის ქურთუკები, ყვავილებიანი კაბები არამარტო პარიზელებს, არამედ ცნობილ ადამიანებსაც იზიდავს. ბრენდის მომხმარებლებს შორის არიან რიანა, ჯარედ ლეტო, ქანიე უესტი. გვასალიას შთაგონების წყარო მისი მეგობრები და გარშემო მყოფი ადამიანებია, რომლებიც დემნას ჩვენებებში პოდიუმზეც ინაცვლებენ.

 

Balenciaga-ს ხელმძღვანელობა დიდ იმედს ამყარებს დემნა გვასალიაზე, რომლის პირველ კოლექციას ამ სახლის მთავარი დიზაინერის სტატუსში მარტში ვიხილავთ. მანამდე კი გთავაზობთ ფოტო-კოლაჟს, თუ როგორ მოირგეს Vetement-ს სამოსი პარიზელმა მოდის მოყვარულებმა.

 

1 კომენტარი to this post
  1. მიხარია ქართველის წარმატება, მაგრამ რასაც ფოტოებზე ვუყურებ 99% არის საშინელება :D ალბათ მათთვის, ვისაც 90-იანები საქართველოში არ გაუვლია, ორიგინალურია. მე მაჟრიალებს ამ გაბერილ კურტკებს რომ ვხედავ :D

შენ რას იტყვი?