Home სტილი

დავიდ კომა, იგივე დავით კომახიძე, ახალგაზრდა ქართველი დიზინერია, რომელმაც სახელი სწრაფად გაითქვა თავისი კრეატიული და ორიგინალური დიზაინის სამოსით. ელეგანტურობას, სისადავეს და კრეატიულობას თანამედროვე ტენდენციებთან ერთად ვარსკვლავები შესაბამისად აფასებენ, ამიტომაც დავიდმა საკუთარი ნიშა მოდის სამყაროში ადვილად იპოვა.

გაზაფხული-ზაფხული 2013

შემოდგომა -ზამთარი 2013-14

 

ამ კოლექციების ძირითადი შტრიხები და მახასიათებლები ფოტოების დათვალიერებისასაც კი, მკვეთრად მოგხვდება თვალში: ტყავის სტრუქტურით გამოძერწილი მკვეთრი და დახვეწილი, თითქოს სამოციანი წლების მოდას მიმსგავსებული მოდელები, უკვე კომას ხელწერად ქცეული გეომეტრიული ხაზები, ორიგინალური საყელოები, ბალთები. ასევე თითქოს შეუსაბამო ქსოვილთა შეხამება – სრული კონტრასტი, ტყავი და ბამბა.

ინგრედიენტების ფაქიზი და ნატიფი შეხამება განაპირობებს კოლექციების დახვეწილობას და მის პოპულარულობას ჩვენი სამშობლოს ფარგლებს გარეთ. დევიდ კომა საზღვარგარეთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია.

უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს თანამემამულეს და ვიტოვებთ იმედს, რომ მისი სამოსის შეძენა სულ მალე ჩვენს ქვეყანაშიც გახდება შესაძლებელი.

შენ რას იტყვი?