ზამთარში, ქუდის ქვეშ ვარცხნილობა იწეწება, იტკეპნება და ფორმას იცვლის. ქუდის მოხდის შემდეგ კი აუცილებელი სარეანიმაციო ღონისძიებები ხდება საჭირო, რომ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მაგრამ სარკე, სავარცხელი და სხვა საშუალებები ყოველთვის არ მოიპოვება, ან უბრალოდ, სიტუაციიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია და შენ იძულებული ხარ, ბრმად, ხელის ცეცებით გაისწორო და იმედი იქონიო, რომ ვარცხნილობა იდეალურია.

მსგავსი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად შეგიძლია თმა შეიკრა. ბავშვობაში ჩვენ ყველას გვქონდა კიკინები, ზოგს ერთი ზოგს ორი, ზოგს კიდევ უფრო მეტი, ჩვენი დედების გემოვნების მიხედვით. ახლა უკვე გავიზარდეთ და შეგვიძლია უფრო დახვეწილი  “ცხენის კუდი” შევიკრათ, რომელიც ერთი მხრივ, თმას გაწეწვის საშუალებას არ აძლევს, მეორე მხრივ კი ლამაზია და ელეგანტური.

ამ ვარცხნილობის ბევრი ვერსია არსებობს, მე შედარებით მარტივებს შემოგთავაზებ.

გლუვი

მთლიანად გადაწეული და სწორი თმა შესანიშნავი ვარიანტია როგორც ოფისისთვის, ასევე წვეულებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ტალღოვანი თმა გაქვს, შეგიძლია ჯერ გაისწორო და შემდეგ შეიკრა, მეტი საიმედოობისათვის კი სულ ცოტა სუსტი ფიქსაციის გელი მიაშველო.

ტალღოვანი

თუ შენ   ბუნებრივად ტალღოვანი ან ხვეული თმა გაქვს, დაბანის შემდეგ  დიფუზორის საშუალებით გაიშრე და  შეიკარი. თუ გლუვი ვარცხნილობა ელეგანტურობის და სერიოზულობის განსახიერებაა, დახვეული პირიქით, ფლირტის და კეკლუცობის ხასიათზე დაგაყენებს.

გვერდულად შეკრული

ლამაზი და გრძელი თმა ყოველთვის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, ამიტომაც, შეიკარი გვერდულად და მკერდზე   გადმოფინე. როცა თმის გაშლა არ შეგიძლია, ჩემი აზრით ეს საუკეთესო გამოსავალია.

დაბალი

ძალიან მოხერხებულია, თუ შენ თმის შეკვრა არ გიყვარს. ეს სტილი საშუალებას იძლევა ძალიან მსუბუქად დაიმაგრო თმა, ისე, რომ თავის კანი არ დაგეჭიმოს.

რეტროს სტილის

დამატებითი მოცულობა, შიკი და ქალურობა- რეტროს სტილის “ცხენის კუდი” შენს სამსახურშია.

წინამო (“ჩოლკა”) და ცხენის კუდი

გულუბრყვილო, საყვარელი და ეშმაკური.

რომელ სტილს მიანიჭებდი შენ უპირატესობას?

View Results

Loading ... Loading ...