ზამთარში, იმის მაგიერ, რომ ქუდის და კაპიუშონის ქვეშ ნატიფი ვარცხნილობის დაზიანებაზე ვიდარდოთ, თმას “ცხენის კუდად” ვიკრავთ. ეს მარტივია, ლამაზი და დახვეწილი. მაგრამ ხშირად  ძალიან სადად გამოიყურება, არადა სულ რამდენიმე შტრიხის დამატებით შეიძლება გლამურულ, მხიარულ, ელეგანტურ ვარცხნილობადაც ვაქციოთ.

დაწნული კუდი

შეიკარი თმა კეფაზე და შემდეგ დაწანი ნებისმიერი სახის ნაწნავი – კლასიკური, თევზის კუდი, ოთხ ან მეტნაწილიანი, ჩააქსოვე შიგ ფერადი ლენტები. საინტერესო იდეებს ნაწნავებისთვის ამ სტატიაში შეგიძლია მიაგნო.

“ჩახვეული” კუდი

შეიკარი თმა კისერთან, შემდეგ რეზინის ზემოთ შუაზე გაყავი და თმა “ამოატრიალე”. დამატებითი ეფექტისთვის შეგიძლია ეს ორჯერ ან მეტჯერაც გაიმეორო. თუ როგორ გააკეთო ეს მარტივად, ამ ბმულზე გაიგებ. შედარებით უფრო გლამურული და რთული ვარიანტი ამ ბმულზე შეგიძლია ნახო.

კასკადები

თუ გრძელი თმა გაქვს, შეგიძლია რამდენიმე ადგილას შეკრა ისე, რომ ასეთი გლამურული და ორიგინალური ვარცხნილობა მიიღო. ამ შემთხვევაში რეზინის წვრილი შესაკრავები გამოგადგება, თმის დამცავი გარსის გარეშე, რომელიც თმას კარგად დაიჭერს და არ დაცურდება. შეკვრის ადგილებს შუა თმა ხელით გაჩეჩე და მოცულობა მიეცი.

სამმაგად გლუვი

შეიკარი თმა ჯერ კეფაზე, შემდეგ ცოტა ქვემოთ და სულ ბოლოს კისერთან, თანმიმდევრობით, ისე, რომ ყოველ მომდევნო კუდში წინა კუდის თმაც მოხვდეს. თუ როგორ მოახერხო ისე, რომ თმის შესაკრავი რეზინი არ ჩანდეს, ამ ვიდეო ინსტრუქციაშია კარგად ახსნილი.

გამოკვანძული კუდი

გამოკვანძე, აბურდე, ისე, რომ ნაუცბათევად შეკრულს გავდეს…  “გამოკვანძული თმის” ტუტორიალს ამ ბმულზე ნახავ, უფრო გლამურული და კომპაქტური ვარიანტი ამ ბმულზე შეგიძლია ნახო.

ბოლოებში დახვეული

სწორი თმა თუ გაქვს, აიწიე, შეიკარი და შემდეგ თმის უთოს საშუალებით დაიხვიე ბოლოები მსხვილ კულულებად. თუ როგორ მოახერხო ისე, რომ თმის შესაკრავი რეზინი არ ჩანდეს, ამ ვიდეო ინსტრუქციაშია კარგად ახსნილი.

წარმატებებს გისურვებ.

სამწუხაროდ, ქართულ ენაზე მასალა არ მოიძებნება, ამიტომ ვიდეოინსტრუქციები მხოლოდ ინგლისურ ენაზეა.