ძალიან მიყვარს თმის ფერის შეცვლა, ოღონდ ამას ჩემს გარდა მგონი ვერავინ ვერ ამჩნევს, იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, წითელ ტონალობებს არ გავცილებივარ. თუმცა არსებობს ბევრად უფრო ლამაზი, ექსტრავაგანტული, საინტერესო ფერები და ფერთა შეხამებები.
ცისარტყელა
ცისარტყელები, ათასფერები… მზიანი და ხალისიანი ზაფხულის დღეებისთვის, ან იქნებ ცივი და მოღუშული ზამთრის გასახალისებლად. ერთი სიტყვით, ფერად-ფერადი იდეების კორიანტელი…
იასამნისფერი
ძალიან მომწონს მკრთალი იასამნისფერი აქცენტები ღია ფერის თმაში. ერთი შეხედვით თითქოს შეუმჩნეველია.
აი, ნამდვილი ქალთევზას კუდი.
მწვანე
ყველაზე ნაკლებპოპულარული ფერია რატომღაც, არადა ყველაზე მეტად უხდება ყავისფერ თმას…
ორფეროვნება
როცა ძალიან გინდა ლურჯი თმა, მაგრამ თან მწვანეც… და რა გიშლის ხელს იმაში, რომ ორივე ფერი გამოიყენო? არც არაფერი! გაბედე და გარისკე. თუ არ მოგეწონება, თმა გაიზრდება და ისევ ისეთი გახდება, როგორიც შეღებვამდე იყო, აუხდენელი სურვილი კი მუდამ აუხდენელ სურვილად დარჩება.
ვარდისფერი კულულები შავ თმაში…
ამ კლასიკური კომბინაცია: წითელი და შავი.
მხოლოდ ქერა ხშირად მოსაბეზრებელია… დაუმატე ლურჯი.
და ბოლოს..
ვარდისფერი
ყველაზე ნაზი და ქალური ფერი ახლა უკვე თმაშიც. შეგიძლია მთლიანად შეიღებო თმა, ან მხოლოდ ე.წ. “ჩოლკა”, ან თმის ბოლოები გაიფერადო, რომელსაც, თუ არ მოგეწონება, ადვილად შეიჭრი და ბუნებრივ ფერს დაიბრუნებ.
იმედია, ჩვენი პატარა კოლექცია ახალი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება.
[poll id=”44″]
პერწკლი
Related posts
16 Comments
Leave a Reply Cancel reply
Recent Comments
- მარიამი on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- ნანა on როგორ მოვუაროთ კანს თვალის გარშემო
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
აუ მესამე ფოტოზე რომ ჭრელი ვარცხნილობაა ეგეთი მინდა ♥ ოღჩ ძალიან.
vardisferi
სად შეიძლება ვიყიდო ვარდისფერი საღებავი?
ვარდისფერი – ჩემი სტიქია:))) ყველაზე მეტად მამშვიდებს:))
სად აკეთებენ კარგად თბილისში ასე თუ იცით?
აუ ვარდისფერი ბოლოები უნდა გავიკეთო გაზაფხულზე <3.
vardisprad mkonda boloebi shegebili, rotsa tma mokle iko kargad chanda, gamezarda the ise ti tvalshi satsemi agar gaxda ( )))).
yvelas pirveli jobia :P ^_____^
yvelaa mommwonss <3
ყველა ძალიან კარგია ^___^ მაგრამ მე ლურჯად ან მწვანედ მინდა ბოლოები და საქართველოში სადმე იშოვება? (თუნდაც ტონიკი) ):
ორი წლის წინ მქონდა მოვარდისფრო-მოიასამნისფეროდ ბათუმში სალონში შევიღებე,მოკლე თმაზე,სულ პატარა ზოლი,მაგრამ სამწუხაროდ მალე გადავიდა,მერე ტონიკი ვერ ვიშოვე რომ ისევ იმ ფერზე დამეჯინა და აღარც სალონში მივსულვარ. პარფიუმერიის მაღაზიებში უნდა იყოს ტონიკი და ისე თმის ცარციც კარგი გამოსავალია.
ორი არა,ზუსტად ერთი წლის წინ :დ :)
vardisferi ar iyideba mgoni ragac ferebit unda miigo
ვინმემ არ იცით ლურჯი საღებავი სად შეიძლება შევიძინო?
http://www.putkari.com/bleach-rose;jsessionid=vg1lk82wg6gcx0p8tvwxku7#.VCZYNNFKWIA ვარდისფერია ეს..
mainteesebs lurji feris toniki qera tmaze rogori iqneba mtlianad