Home სტილი

ასეთი რამ  ჯერ არ ყოფილა. პალტო, ქურქი, ქურთუკი, პიჯაკი, ჟაკეტი, ყველაფერი ერთად! ალბათ სასაცილოდ გეჩვენება, მაგრამ დიზაინერები ამ ტენდენციას საკმაოდ კარგად იყენებენ.

ალბათ ბეწვიანი მანტოს და ქურთუკის კომბინაცია ვერასდროს წარმოგედგინა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან თბილად და კომფორტულად იგრძნობ თავს სუსხიან ზამთარში.

Giambattista Valli                                                           Haider Ackermann

ცდილობ თავი აარიდო მობეზრებულ ქურთუკს, ან პალტოს? მესმის შენი: ზამთარი წინ არის. შეგიძლია, დიზაინერებისგან შემდეგი შემოთავაზება გაითვალისწინო: ნაქსოვი სვიტერი და ზემოდან ჟილეტი. არც სიცივე შეგაშინებს და თან ყურადღებასაც მიიქცევ. დიზაინერები ტყავის, ან ბეწვის ჟილეტს გვირჩევენ.

კიდევ ერთი ხერხი, რითაც შეგიძლია განაახლო შენი ზამთრის გარდერობი: პალტო, ან ბეწვის ქურთუკი, რომლის ჩაცმასაც წელს აღარ გეგმავ, შეგიძლია გადააკეთო მოსასხამად.

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?