მეცნიერების და მოდის ურთიერთანამშრომლობა, როგორც წესი წარმატებით სრულდება. ასე მოხდა ბეირუთელი დიზაინერისა და NASA-ს ერთობლივი პროექტის განხორციელებისას. 

სელინ სიმან ვერნონი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას პატარა სამკერვალო ქარხანა აქვს, სადაც საკუთარი დიზაინით შექმნილ სამოსს კერავს. ამჯერად სელინმა შარფების შექმნის დროს გადაწყვიტა პრინტად NASA-ს კოსმოსური სადგურების მიერ გადაღებული ფოტოები აეღო, რაზეც კოსმოსური კვლევის სამმართველოს თანხმობაც მიიღო. 

შედეგად, შეიქმნა ულამაზესი დიზაინის შარფები, რომლებზეც ულამაზესი მოკაშკაშე ვარსკვლავებით სავსე ღამის ცაა გამოსახული.

პროდუქციის შეძენა 95$-ად  ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი.