Home სიახლეები

43 წლის გერმანელი სუპერმოდელი, კინომსახიობი და იუნისეფის კეთილი ნების ელჩი კლაუდია შიფერი Dolce&Gabbana-ს 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა ასევე ცნობილი მოდელის, ბიანკა ბალტის გვერდით. კოლექციის და ფოტოსესიის თემა ბავშვობისდროინდელი ზღაპარია, დაწყებული “წითელქუდა”-თი და “ფიფქიით” დამთავრებული. ეს შიფერის პირველი კოლაბორაცია არაა იტალიურ მოდის სახლთან. კლაუდია 2009 წლის კრუიზის კოლექციის და ბრენდის სუნამოს სახე იყო.

Dolce&Gabbana სისტემატურად თანამშრომლობენ ისეთ მოდელებთან და მსახიობებთან, როგორებიც არიან ევა ჰერციგოვა, მონიკა ბელუჩი და სხვა ცნობილი სახეები, ბიანკა ბალტი კი კარგად დაცდილი თილისმასავით მათ ყოველ კოლექციას თან ახლავს.

კლაუდია შიფერი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება.

შენ რას იტყვი?