Home Events

პარიზში მიმდინარე მოდის კვირეულზე ცნობილი დიზაინერები თავიანთ 2016 წლის შემოდგომა – ზამთრის  ახალ Ready To Wear (prêt à porter) კოლექციებს წარადგენენ.

ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს არაერთი ქალის საოცნებო და საყვარელი ბრენდის Chanel-ის ჩვენება გაიმართა.”შანელეგანტურობა” – სწორედ ასე უწოდეს მოდის კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა Chanel-ის ბოლო კოლექციას. ყველაფერს, რასაც კარლ ლაგერფელდი ხელს შეახებს, საოცარ ელეგანტურობას სძენს.

უზარმაზარი სუპერმარკეტის, აეროპორტისა და სხვა ორიგინალურ სივრცეებში გამართული ჩვენებების შემდეგ, ლაგერფელდმა ამჯერად პარიზის გრან პალე (Grand Palais) ერთ დიდ მაღალი მოდის სტუდიად გადააქცია, სადაც ერთ მწკრივად განლაგებულ სკამებს შორის მისმა ფავორიტმა მოდელებმა Chanel RTW შემოდგომა- ზამთარი 2016-ის 93 “ლუქი” წარმოადგინეს.

ელეგანტური ტვიდი, ჯამქუდები, შავი, თეთრი და ვარდისფერი და ეს ყველაფერი გაფორმებული კოკო შანელის საყვარელი მარგალიტის აქსესუარებით.

ეს იყო ჩვენება, რომელიც უნდა ნახო და თავად შეაფასო!

გაგვიზიარე ემოციები.

შენ რას იტყვი?