პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში შანელის სახლმა სამკაულების ახალი კოლექცია წარმოგვიდგინა სახელწოდებით “Les Perles de Chanel” (შანელის მარგალიტები). თეთრი, შავი, ოქროსფერი და ვარდისფერი მარგალიტის კოლიეებს, საყურეებს, ბეჭდებს, სოტუარებს, სამაჯურებს მომაჯადოვებელი ეფექტი აქვთ. სამკაულები ოქროსა და პლატინაშია შესრულებული, ხოლო გასაფორმებლად  ვარდისფერი, ყვითელი და თეთრი ბრილიანტებია გამოყენებული, ასევე საფირონის და ამეთვისტოს ქვები. ცნობილია თავად ქალბატონი შანელის მარგალიტების სამკაულებისადმი სიყვარული, რომელიც მათ მხოლოდ დაძინებისას იხსნიდა.

შანელის ახალი კოლექცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მარგალიტები მოდიდან არასდროს გადადის. მერლინ მონროს ცნობილი ფრაზა “ბრილიანტები გოგონების საუკეთესო მეგობრებია” შეგვიძლია ახლებურად აღვიქვათ და ვთქვათ, რომ “მარგალიტი ქალის საუკეთესო მეგობარია დროისა და სივრცის მიღმა”.