ყველასთვის ცნობილია, რომ კარლ ლაგერფელდი მოდის ინდუსტრიის ისეთ გიგანტებს წარმოადგენს, როგორებიცაა ფენდი (1965 წლიდან) და შანელი (1983 წლიდან). ასევე ყველასთვის ცნობილია მისი სკანდალური განცხადებები ჭარბი წონის მქონე ქალბატონების მიმართ: “არავის უნდა მსუქანი ქალები პოდიუმზე”. კარლმა არც ბრიტანელი მომღერალი ადელი დაინდო და განაცხადა, რომ “ადელი ცოტათი მსუქანია”. რამდენიმე დღის წინ ლაგერფელდმა საკუთარ თავს გადააჭარბა და განაცხადა, რომ ყველანაირი დაავადება მსუქან ადამიანებს აწუხებთ. აქვე გეტყვით, რომ კარლ ლაგერფელდი რამოდენიმე წლის წინ თავადაც ჭარბი წონის მქონდე ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდა 2001 წლამდე. მან 42 კილოგრამი დაიკლო, რაც ასე განმარტა: ” უცებ მომინდა სხვანაირად ჩამეცვა, ჰედი სლიმანის სამოსის მორგება რომ შემძლებოდა, მაგრამ ეს სამოსი მხოლოდ ძალიან, ძალიან გამხდარი ბიჭებისთვისაა და არა ჩემი ასაკის მამაკაცებისთვის, რამაც მაიძულა 40 კილოგრამი დამეკლო. ამისთვის ზუსტად 13 თვე დამჭირდა”.

ფრანგულმა ასოციაციამ, რომელიც ჭარბწონიანი ქალების უფლებებს იცავს “Belle Ronde, Sexy et Je M’assume” (თარგმანი: ლამაზი, ჭარბწონიანი, სექსუალური და ამასთან ერთად კარგი), კარლ ლაგერფელდის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და მის დაჯარიმებას ითხოვენ ცილისმწამებლური და დისკრიმინაციული განცხადებებისთვის ქალების მიმართ.

ეს ქალები არ ითხოვენ ფულად კომპენსაციას, მათ სურთ ლაგერფელდის კომენტარებზე რეაგირება. ისინი იმედოვნებენ, რომ ლაგერფელდი ისევე მოიქცევა, როგორც ადელის შემთხვევაში (შეგახსენებთ, რომ დიზაინერმა მომღერალს ბოდიშის მოხდის მიზნით შანელის ჩანთა გაუგზავნა) და ასოციაციის ქალბატონებს შანელის ჩანთებით აუნაზღაურებს მორალურ ზიანს.

მიუხედავად კარლის შეუფასებელი და შეუდარებელი შემოქმედების და მისი გავლენისა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაზე, ნებისმიერი ქალისთვის მიუღებელია მისი განცხადებები ჭარბ წონასთან დაკავშირებით. კარლი უკვე 78 წლისაა და ვიმედოვნებთ, ამჯერად მხოლოდ ბოდიშის მოხდით არ შემოიფარგლება.

before after
before after
before after
before after