Home Events

მაისის შუა რიცხვებში საფრანგეთის საზღვაო კურორტ კანში ტრადიციულად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კანის კინოფესტივალი ( Festival international du film de Cannes) ტარდება.

14 მაისს, გახსნის დღეს მსოფლიოს წამყვანი გამოცემების მთავარი თემა სწორედ კინოფესტივალი იყო. ეს არ არის უბრალოდ ფესტივალი, სადაც კარგ ფილმებს აჩვენებენ. ეს არის გლამურის, მაღალი მოდის და ულამაზესი წვეულებების ნაზავი. შესაბამისად, ვარსკვლავები, რომლებსაც ფესტივალის წითელ ხალიჩაზე უწევთ გავლა, საგულდაგულოდ ემზადებიან.

“ოქროს პალმის რტოს” და კინოფეტივალის სხვა ჯილდოების მფლობელების შესახებ ფესტივალის დასრულების შემდეგ გიამბობთ. მანამდე კი თვალი გადავავლოთ წითელ ხალიჩაზე გამოჩენილი ცნობილი ადამიანების ჩაცმულობას.

წლევანდელი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი მშვენება ბლეიქ ლაივლი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ “ჭორიკანას” ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე უზომოდ მომხიბვლელია. მას სხვადასხვა დღეებში ეცვა Guccie Première, Chanel და Giambatista Valli.

ქეით ბლანშეტის დახვეწილი გემოვნება დავის საგანს არ წარმოადგენს. მან ამჯერად უპირატესობა მიანიჭა Givenchy-ის მინიმალისტურ შავ კაბას და Valentino-ს ნაცრისფერ მაქმანებიან საღამოს კაბას, რომლის მსგავსი ეცვა ახალგაზრდა მსახიობს ადელი ექსარჩოპულოს.

Valentino-ს შავი კაბა ეცვა სოფია კოპოლასაც. ცნობილი რეჟისორის არანაკლებ ცნობილი და წარმატებული ქალიშვილი თავისი ექსტრავაგანტური და ელეგანტური სტილით გამოირჩევა.

ასევე ცნობილი მშობლების შვილი, კიარა მასტროიანი ძალიან სადა და ქალური იყო შავ კაბაში.

Ellie Saab-ის წითელ კაბები უნაკლოდ მოირგეს ევა გრინმა და 77 წლის ამერიკელმა მსახიობმა ჯეინ ფონდამ. იმავე დიზაინერს მიანიჭეს უპირატესობა კლოტილდე კუარომ და პაზ ვეგამ.

ნიკოლ კიდმანი, რომელმაც გრეის კელის როლი შეასრულა თავის ბოლო ფილმში, Armani Privé-ის ცისფერი კაბით იწონებდა თავს. ნაომი ვოთსმა კი ამჯერად Marchesa არჩია.

იყვნენ ძალიან გემოვნებიანებიც (ოდრი ტატუ, ჯესიკა ჩესტეინი, ჯულიანა მური) და უგემოვნოებიც (ლეტიცია კასტა). მონიკა ბელუჩი იყო ძველმოდური და ბანალური Dolce & Gabbana-ს წითელ შავ კოპლებიან კაბაში. გთავაზობთ ფოტო კოლაჟს, დანარჩენი თავად შეფასე.

ვისი ჩაცმულობა მოგეწონა განსაკუთრებულად?

3 კომენტარი to this post
  1. ბლეიკ ლაივლის შავ-თეთრი კაბა ძალიან მომეწონა. რაღაცით ჯულია რობერტსის ერთ-ერთი ოსკარის ცნობილ კაბას მაგონებს, წინ ჩადგმული ვერტიკალური თეთრი ზოლი რომ ჰქონდა.

  2. ვაიმე, “ჭორიკანას” შავ-თეთრ კაბაზე გადავირიეეე, გავაფრინე და გავაფანატეეეეეეე!!!! მემგონი, სელებრითების კაბების ისტორიაში ამაზე მეტად არაფერი მომწონებია!!! მეც მინდააა! <3

შენ რას იტყვი?