დღეს გახლდით მორიგ შოპინგზე. ამჯერად ჩემი სამიზნე მაღაზია Cache Cache -გახლდათ.

მაღაზია უზარმაზარია, შესვლისთანავე გაღიმებული კონსულტანტი შემოგეგებებათ და მორჩილად დაიწყებს თქვენს გვერდით სიარულს. ყველა კითხვაზე საკმაოდ ამომწურავ პასუხსაც გაგცემთ, თქვენს მაგივრად აურევს ყველა დახლს სასურველი ზომის ტანსაცმლის ძებნაში და გასახდელშიც სიამოვნებით შეგიძღვებათ.

დასაწყისი
დასაწყისი

შესვლისას ცოტა დავიბენი და პირველი წრე მაღაზიაში უზროდ დავარტყი, შემდეგ კი გეზი პირდაპირ ფერადი მაისურებით გატენილი “კომოდისკენ” ავიღე. ნაირნაირი ფერის და ნახატის მქონდე მაისურებმა თავბრუ დამახვია, მაგრამ არ დავიბენი.

ძალიან კარგი კონსულტანტის დახმარებით ყველაზე დიდი ზომა  ორი მაისური, ორი ჟაკეტი და ერთიც კუბოკრული პერანგი ამოვარჩიე (Cache Cache-ში 4 ზომა = XL), შემდეგ კი გასახდელში შევქანდი, რომ სწრაფად მომეზომებინა ყველაფერი.

მაისურები მინიმუმ ნახევარი ზომით დიდი უნდა ყოფილიყო, რომ კარგად მომჯდარიყო ჩემს ტანზე, საკმაოდ გამოკვეხებული ვიყავი.

ჟაკეტების შემთხვევაში სიტუაცია უკეთ იყო. 4 ზომა ნორმალურად მქონდა, თუმცა რუხი ჟაკეტი მკერდთან და წელის ნაწილში ოდნავ იხსნებოდა, ღილებზე.

ჟაკეტები
ჟაკეტები

ზოგადი სტილი ძალიან მომეწონა. ახალგაზრდული, მაგრამ თავდაჭერილი რაღაცებით არის მაღაზია გაჯერებული. ძალიან ბევრია ფერადი, თუმცა საკმაოდ სოლიდური რამეებიც.

ბოლოს პერანგი მოვიზომე და ძალიან მეწყინა – 5 ზომაც კი იღლიაში მიჭერდა (კარგი იქნებოდა, მხრიდან იღლიამდე ნაკერი ოდნავ უფრო მაღალი ყოფილიყო).

პეტრანგი - 5 ზომა
პერანგი – 5 ზომა

დამწუხრებული გამოვედი გასახდელიდან და ყველაფერი თავის ადგილზე დავაბრუნე. ამ დროს ბრჭყვიალა, ძალიან ლამაზი ქვედაბოლო შევნიშნე და გზად მასაც გადავუღე ფოტო, თუმცა, რა თქმა უნდა, მე შიგნით ვერაფრით ჩავეტეოდი. პატარა ზომები (0 და 1, რაც S-ს და XS-ს უდრის) თითქმის ყველა მიმართულებაში საკმარისზე მეტია.

ძალიან თხელი მაისური
ძალიან თხელი მაისური

ბოლოს გასაპრანჭი და ქალური ტანსაცმლის ნაწილშიც შევიჭყიტე. იქ ჩემთვის ძალიან დარბაისლური და მკაცრი ტანსაცმელი დამხვდა, თუმცა ერთი მოსაწონი ჟაკეტი მაინც ვიპოვნე. ჭრელი, სქელი ძაფისგან ნაქსოვი, თავისუფალი და ძალიან მოხდენილი აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ეს ჟაკეტიც მოვიზომე და ერთადერთი, რამაც შემძრა ფასი გახლდათ – 81 ლარი (უკვე ჩამოფასებული).

ჟაკეტი - სოლიდური ტანსაცმლის განყოფილებიდან
ჟაკეტი – სოლიდური ტანსაცმლის განყოფილებიდან

საბოლოოდ კაშ-კაშში სეილზე ასეთი ფასებია:

  • მაისურები – 39 ლარი
  • ჟაკეტები – დაახლოებით 55 ლარი (30% ფასდაკლებული)
  • პერანგები – 38 ლარი

ვფიქრობ, სეილისთვის ფასები მისაღებია, მით უმეტეს, ამხელა არჩევანია და საქონელიც ფრიად ხარისხიანი გახლავთ.

ამასთანავე, აქვე დავძენ, რომ საინტერესო აქსესუარებიც ბევრი აქვთ. ფასები არაა მაღალი – საუკეთესოდ გამოდგება სასაჩუქრედ.

აქსესურები
აქსესურები

საბოლოო ჯამში დასკვნა ასეთია:

Plus size ადამიანები Cache Cache-შიც ძალიან მწირ არჩევანს გადააწყდებიან და შესაძლოა ძალიან გულდაწყვეტილები დაბრუნდნენ უკან.