როდესაც ხშირად გიწევს საქმიან შეხვედრებზე სიარული ძალიან მნიშვნელოვანია შეესაბამებოდე იმ გარემოს, რომელშიც ტრიალებ.

ბიზნეს სამყაროში ადამიანიც კი ბრენდია და თუ იმიჯი შეუსაბამოა გარემოსათვის თქვენი წარმატება საქმეში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ამიტომ არ ღირს გარისკვა მხოლოდ იმის გამო რომ გარდერობის განახლება ან გადახალისება გეზარებათ.

ძველი და გაცვეთილი , ან სულაც უფრომო და უცნაური სტილის ტანსაცმელი დროა გვერდით გადადოთ და მხოლოდ თავისუფალ დროს მოირგოთ ტანზე.

1. დაჭმუჭნული ტანსაცმელი

უდიდეს შეცდომას დაუშვებთ თუ თქვენს საქმიან / ბიზნესს ტანსაცმელზე ერთი ზედმეტი ნაოჭიც კი იქნება. ადამიანები წვრილმან დეტალებს აქცევენ ყურადღებას და თუ გნებავთ რომ თქვენ გენდონ უნდა გამოიყურებოდეთ კიდეც სანდომიანად.

2. შემოტკეცილი ტანსაცმელი

თუ თქვენი პიჯაკი ან პერანგი ძალიან მჭიდროდ გაქვთ მკერდზე, ხელის აწევისას ზემოთკენ იჩეჩება და ყოველ ჯერზე გასწორება გიწევთ – გადააგდეთ. ასეთი ტანსაცმლის შემხედვარე თქვენ ვერავის დააჯერებთ იმას რომ ბიზნეს ლედი ბრძანდებით და მხოლოდ უარყოფით ემოციებს გამოიწვევთ პარტნიორებში.

3. ტომარა ტანსაცმელი

არასოდეს, არასოდეს არ გამოიყენოთ საქმიან შეხვედრებზე ტომარასავით გაბერილი ტანსაცმელი. გარდა იმისა რომ ასეთი სტილი ძალიან ამახინჯებს სხეულს ასევე არასაქმიანად და მიუღებლად მიიჩნევა ბიზნეს სამყაროში. ეცადეთ რომ ჩაცმისას სილუეტი იყოს გამოკვეთილი, თუმცა არც ისე როგორც ეს მეორე პუნქტშია აღწერილი.

4. ლაქები და დაზიანებები

სასურველია თუ ოფისში ან მანქანაში (სულაც ჩანთაში) გექნებათ რაიმე თხელი მოსაცმელი ან ბლუზა იმისაათვის რომ მოულოდნელობებისგან იყოთ დაზღვეული. შესაძლოა თქვენ ტანსაცმელზე გაჩნდეს ლაქა დღის განმავლობაში, ან რაიმეს გამოედოთ და გაირღვას. ასეთ დროს თქვენი იმიჯი მხოლოდ და მხოლოდ ცუდისკენ მიექანება, ამიტომ ეცადეთ სათანადო ზომები მსგავსი რამის აღმოსაფხვრელად დროულად მიიღოთ და ყურადღებით იყოთ მთელი დღის განმავლობაში.

5. შიშველი სხეული

ეცადეთ რომ საქმიანი იმიჯის და შესაბამისი ტანსაცმლის არჩევისას არ შეიძინოთ უსახელოებო ზედები, ისევე როგორც ძალიან მოკლე ქვედაბოლოები. ეს თქვენს საქმიან პარტნიორებს მხოლოდ ყურადღებას გაუფანტავს და თქვენს საქმიან იმიჯზე ცუდად იმოქმედებს. ბიზნეს სამყაროში (მოდის სამყაროსგან განსხვავებით) ბევრი ”შიშველი ხორცი” არც ისე მომგებიანია.

6. სპორტულ/კომფორტული ფეხსაცმელი

საქმიან ტანსაცმელს საქმიანი ფეხსაცმელი სჭირდება. შესაძლოა თქვენი ფეხსაცმელი იყოს დაბალ ძირზე, მაგრამ ის არ უნდა იყოს სპორტული სტილის, ძალიან ჭრელი ან სხვადასხვა დეტალებით გადატვირთული. ბიზნეს ლედისათვის საუკეთესოდ  სადა, მუქი ფერის, 4-6 სანტიმეტრიანი ქუსლის მქონე ფეხსაცმელი  ითვლება.

7. აქსესუარები

ნურასოდეს გადაამეტებთ აქსესუარებს. დიდი ზომის მძივი ან ბრჭყვიალა ბროში არ არის ის, რაც კარგი იქნებოდა თქვენი საქმიანი იმიჯისათვის. თხელი სამაჯური, თხელი ჯაჭვი ყელზე და ღია ტონების ყელსახვევი არის ის, რაც მიღებული და გამართლებულია ბიზნეს სამყაროში.

მიაქციეთ ყურადღება ყველა ამ წვრილმან დეტალს და თქვენ მიგიღებენ, როგორც სერიოზულ და საქმიან ადამიანს, თქვენი პროფესიული ზრდა კი უკეთ წარიმართება.