Home სტილი

საუკეთესო მეგობრის ქორწილში მეჯვარის სტატუსით გამოცხადება ყველა ჩვენგანისთვის სასიამოვნო და ამაღელვებელია. კითხვა, რომელიც სასიამოვნო შემოთავაზების მიღების შემდეგ არცერთ მეჯვარეს არ ასვენებს, არის – “რა ჩავიცვა?”.

ჩვენ შევეცდებით მსგავსი დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმაროთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რაც უნდა იცოდე, არის ის, რომ უნდა იყო ძალიან მომხიბვლელი, მაგრამ არა პატარძალზე ლამაზი. აუცილებლად გაითვალისწინე პატარძლის კაბა, მისი აქსესუარები და საქორწილო გარემო და ყოველივე ამის გათვალისწინების შემდეგ შეარჩიე მეჯვარის კაბა, რაშიც ჩვენც დაგეხმარებით.

ღია ვარდისფერი და იისფერი

ეს არის იდეალური ფერები მეჯვარის კაბისთვის. ისინი 2014 წლის აქტუალური ფერებიცაა და კარგად შეესაბამება თითქმის ყველა კანის ფერს, ნაზია და თუ იგივე ფერით გაწყობილ ყვავილების თაიგულსაც შეარჩევ, იდეალური მეჯვარე იქნები.

მაქმანები

მაქმანებით გაფორმებულ კაბასთან არ არის მიზანშეწონილი დიდი ზომის სამკაულების ტარება, ასევე ფეხსაცმელი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კაბის ფერს. მაქმანებიანი კაბა ყოველთვის აქტუალური, ელეგანტურია და ვინტაჟურია.

ფარფლები

მოდური დეტალი, რომელიც იდეალურად ერგება როგორც მოკლე, ისე გრძელ კაბას და რომანტიკულ ელფერს სძენს მას.

მბრწყინავი დეტალები

თუ გინდა ზღაპრულ პრინცესად იქცე და ამის საშუალებას პატარძლის კაბაც გაძლევს, შეგიძლია მბრწყინავი, ან ფერადი თვლებით გაფორმებული კაბა შეარჩიო. გაითვალისწინე, რომ ასეთ კაბასთან სამკაულების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა შეამცირო.

ლამაზი ზურგი

კაბის ფერზე და სტილზე არანაკლები ყურადღება ექცევა ცალკეულ დეტალებს. შენი კაბის ლამაზი უკანა ხედი უფრო მომხიბვლელს და სექსუალურს გხდის, ასე რომ გაითვალისწინე და შესძინე შენს კაბას მეტი იდუმალება და ორიგინალურობა.

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევებიდან შეგიძლია რამდენიმე ერთად გამოიყენო და ერთმანეთს შეუხამო ისე, რომ მთავარი წესი არ დაარღვიო.

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარება შენი მეგობრის ქორწილში იდეალურად გამოიყურებოდე.

Follow Pink’s board Weddings on Pinterest.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?