ხშირად ბიჟუტერია იაფსა და უხარისხოსთან ასოცირდება, მაგრამ ეს სულაც არაა სიმართლე, რადგან ზოგჯერ ასეთი სამკაულის ფასი და ხარისხი აღემატება კეთილშობილი ლითონებისგან გაკეთებულ აქსესუარებს.

ბიჟუტერიას შეუძლია შეგიქმნათ განუმეორებელი სტილი ამა თუ იმ ღონისძიებისთვის. ამ სახის აქსესუარებში მთავარია არა ფასი, არამედ ორიგინალური იდეა რომელიც თქვენს იმიჯს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს. თანამედროვე სამყაროში ბიჟუტერია შეუცვლელია, მითუმეტეს ზაფხულში.

ტოპები, ტანზე მომდგარი ტანსაცმელი კარგად ეხამება აღმოსავლური და ეთნიკური სტილის ბიჟუტერიას. შავ და თეთრ სამოსს ნაბისმიერი ფერის სამკაულები მოუხდება ხოლო ნაცრისფერს ჭყეტელა ფერის.

ბიჟუტერია სხეულის ტიპის მიხედვით

ბიჟუტერიას შეუძლია სურვილისამებრ დამალოს ან პირიქით გამოკვეთოს სხეულის რაღაც ნაწილი, რომლის კორექტირებასაც ვერ ახერხებ ტანსაცმლით.

მაგალითად თუ დიდი მკერდი გაქვს სამკაულები დიდი ქვებით და მძივებით შენთვისაა შექმნილი, ხოლო პატარა მკერდისთვის შეიძლება შეირჩეს გრძელი, ფერადი აქსესუარები ორიგინალური დეტალებით.

თხელტანიან გოგონებზე დიდი, მასური სამკაულები შეუფერებელია. ასევე, ნუ ეცდები, რომ პრობლემური ზონები ბიჟუტერიით დაფარო, მაგალითად გამონაყარი მკერდთან. ის უფრო მიიქცევს ყურადღებას.

გრძელ კისერს მოუხდება როგორც გრძელი კოლიე ასევე მოკლე, დიდი მძივები, ხოლო თუ მოკლე კისერი გაქვს უპირატესობა მიანიჭე გრძელ და წვრილ მძივებს.

წვრილ მაჯას უხდება წვრილი ბრასლეტები, სქელს – უფრო დიდი და მასიური.

საყურეების შერჩევა სახის ფორმის მიხედვით

1. თუ  მრგვალი სახე გაქვს გრძელი საყურეები მოგიხდება.

2. თუ გრძელი სახე გაქვს შეარჩიე ოვალური და მრგვალი ფორმის საყურეები.

3. სამკუთხა ფორმის სახეს მოუხდება რთული გეომეტრიული საყურეები.

4. კვადრატული ფორმის სახეს კი – კუთხოვანი და წაგრძელებული საყურეები სჭირდება.

როგორ შევახამოთ ბიჟუტერია

1. თუ თქვენ გაქვთ ბიჟუტერიის სრული კომპლექტი (ყელსაბამი, სამაჯური, საყურეები, ბეჭედი.) არ გირჩევთ მათ ერთად ტარებას. ჯობს შეუხამო სხვადასხვა კომპლექტები, რომლებიც ერთმანერთს ფერითა და სტილით მოუხდება. ოღონდ ბევრი  არ მოგივიდეს ეცადე 2-3-აქსესუარს არ გადააჭარბო.

2. გაითვალისწინე,რომ კომპლექტში რომელსაც გაიკეთებ მსხვილი სამკაული მხოლოდ ერთი უნდა იყოს.

3. არ შეიძლება კეთილშობილი ლითონისა (ოქრო, ვერცხლი) და ბიჟუტერიის შეხამება.

4.დააკვირდით ბიჟუტერიის შემცველობას. ნიკელმა შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს.

5. არ გაიკეთოთ ბიჟუტერია სპორტულ ტანსაცმელზე.

6. ასევე ნუ შეარჩევთ ბიჟუტერიას, რომელიც ოქროს ან ვერცხლის იმიტირებას მოახდენს.