შემოდგომის სეზონზე იტალიური ტანსაცმლის ბრენდი ბენეტონი ახალი პროვოკაციული ბანერებით წარსდგა მომხმარებლის წინაშე.

რეკლამის დევიზი მეტად უწყინარია. მისი სახელწოდებაა – Unhate, რომელიც სხვადასხვა ერის ხალხს მიუთითებს ერთმანეთის სიძულვილის შეწყვეტისკენ.

რეკლამის ბანერებზე გამოსახულნი არიან სხვადასხვა ერის პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერები, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. ფოტოები რა თქმა უნდა მონტაჟის დახმარებითაა დამზადებული.

საინტერესოა, თავად ამ სუბიექტებს რა რეაქცია ჰქონდათ პოსტერების ნახვისას? :)

რომის პაპი და ახმედ ელ-ტაიბი
ბარაკ ობამა და ხუ ძინტაუ
ბარაკ ობამა და უგო ჩავესი
ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი
Abbas & Netanyahu
Kim Jong-il & Lee Myung-bak

სხვათა შორის ეს ბრენდი ცნობილია თავის სკანდალური სარეკლამო პოსტერებით, რომლებიც ზოგის აზრით შეურაცხმყოფელი და ამორალურია რასობრივ და რელიგიურ და სექსუალურ ასპექტებში.

თქვენ მოგწონთ ბენეტონის სარეკლამო პოსტერები? და ტანსაცმელი?