გავიდა ზაფხული და მოვიდა შემოდგომა რომელიც გრილ ამინდებთან იგივდება. ეს კი გარანტიაა იმისა, რომ ტონალური არ დაგვადნება და ლაინერი არ ჩამოითხაპნება.

ეს ის დროა როცა თამამად შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერიმენტები შემოდგომის საუცხოო ფერებითა და კლასიკური “smoky eye”-ს გამოყენებით.

ნაზი მაკიაჟი

ერთ-ერთი ტენდეცია ამ წელს უნდა იყოს ყველასთვის ნაცნობი ეს არის ეგრედწოდებული “ნიუდ” ბუნებრივი მაკიაჟი, “ნიუდ”  ლუქს რომ მივაღწიოთ საჭიროა სუფთა და ჯანმრთელი სახის კანი.საბედნიეროდ ეს შესაძლებელია თუ გაქვთ სწორად შერჩეული კონკლეარ და ტონალურის ფუძე. თუ თქვენ გეგმავთ ზეიმებზე და წვეულებეზე წასვლას სცადეთ გამოიყენოთ ვარდისფერი ჩრდილები და გამოკვეთოთ წარბების ფორმა, წარბების ფანქრით ან სპეციალური პუდრით. მაგრამ არ გადატვირთოთ გარეგნობა მძიმე მასკარით. სცადეთ გამოიყენოთ ყავისფერი ტუში. ტუჩებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია ფერის ტონალობებით.

ბუნებრივი მაკიაჟი

ზოგიერთი ტენდენციები არასდროს გადავა მოდიდან, ისეთი როგორიცაა ოქროსფერი თვალის ჩრდილები რომლებიც გამოიყენება კომბინაციაში შემოდგომის ფერებთან. ასე რომ ნამდვილად მოსალოდნელია ამ წელს იხილოთ შემდეგი ფერის ჩრდილები: ფორთოხალი, ყავისფერი, წითელი, ყვითელი და მარჯანი. ეცადეთ თქვენი მაკიაჟი გამოიყურებოდეს ბუნებრივად და ზედმეტად არ გადატვირთოთ თვალის შავი ლაინერით.

მუქი მაკიაჟი

პოპულარული სტილი იქნება მისტიკური, სექსუალური, მუქი ფერის მაკიაჟის ტენდეციები. ამ გამომეტყველების მისაღებად დაგჭირდებათ მეტი თვალის შავი ლაინერი და ნაკლები თვალის ჩრდილები. რადგანაც თქვენ უნდა შექმნათ ეგრედ წოდებული “smoky eye”- დანისლული თვალების ეფექტი. როგორც წესი ამგვარი მაკიაჟის შესასრულებლად ერთი ფერის 3 ტონალობის ჩრდილებია საჭირო.

ტუჩსაცხი კი გამჭირვალე შეარჩიეთ მაკიაჟი უფრო ეფექტური და თავლშისაცემი რომ იყოს.

ეს ფერები ნებისმიერი ქალის კოსმეტიკას დაამშვენებს!

ტენდეციები თქვენი ტუჩებისთვის

მიუხედავად იმისა რომ შემოდგომაზე მეტწილად ყურადღება უნდა გავამახვილოთ თვალებზე, თქვენი ტუჩებს შეუძლია კვლავ მოახდინოს ზეგავლენა ნებისმიერ გამომეტყველებაზე.

Marc Jacobs  აქცენტს აკეთებს ბუნებრივი და მარტივი მაკიაჟის ტენდენციებზე, ხოლო დიზაინერები, როგორიცაა Dolce & Gabbana გვირჩევენ რომ გადავიდეთ  წითელი ტუჩსაცხზე.