ალბათ სახლიდან გასვლის წინ რამდენჯერმე გიწევს ტანსაცმლის გამოცვლა და სარკის წინ პოზირება. მესმის შენი – რთულია შეარჩიო ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ლამაზიც იქნება და ფუნქციონალურიც, თან ისიც მნიშვნელოვანია თუ სად მიდიხარ. ამიტომ გთავაზობ რამდენიმე ვარიანტს, რომელიც სხვადასხვა სიტუაციას ერგება, თან მათი უმრავლესობა ყველა ქალის გარდერობში მოიძებნება.

1. ჯინსი და მაისური

Ileana-in-blue-jeans-and-top
ჯინსის და მაისურის კომბინაცია კლასიკური არჩევანია. იდეალური – მაშინ, როცა არ იცი რა ჩაიცვა. არსებობს სხვადასხვა ვარიაციები მაისურისა და ჯინსის ფერისა და ფორმის მიხედვით, შეგიძლია ჩაცმულობას შეუხამო მაღალქუსლიანი, სპორტული ფეხსაცმელი ან სანდლები. შეგიძლია გაამრავალფეროვნო აქსესუარებით, სათვალით, ქუდებით, სამაჯურებით, ან თუნდაც, ჯაჭვებით.

2. პატარა შავი კაბა

little_black_dress__25282_2529_large
პატარა შავი კაბა ის სამოსია, რომელიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. მისი გამოყენებით საკმაოდ მრავალფეროვანი ჩაცმულობის შედგენაა შესაძლებელი ნებისმიერ სეზონზე. პატარა შავი კაბის ჩაცმა შეგიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სამსახურში თუ წვეულებაზე, მარგალიტების მძივით ან მის გარეშე.

3. კლასიკური შარვალი და ბლუზა

clasic
ტანსაცმლის ამ კომბინაციაში მშვენივრად იგრძნობ თავს დილიდან საღამომდე. ალბათ ყველას გარდერობში მოიძებნება ერთი „მკაცრი“ კლასიკური შარვალი და აბრეშუმის ბლუზა. მათი შეხამება შეიძლება როგორც მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან, ასევე ჩვეულებრივ „ბალეტკებთან“, ასე შექმნი მშვენიერ საოფისე ჩაცმულობას, ხოლო თუ ბლუზას ზედა რამდენიმე ღილს შეხსნი, მზად იქნები მხიარული საღამოსთვის.

4. გრძელი მაისური და შავი ქვედაბოლო

long shirt and skirt
მაისურითა და შავი ქვედაბოლოთი საკმაოდ ბევრი ვარიაციის მოფიქრებაა შესაძლებელი. შეარჩიე ქვედაბოლოს სტილი და სიგრძე სხეულის ფორმის მიხედვით. სიტუაციის მიხედვით შეგიძლია მოირგო მაღალქუსლიანი ან სპორტული ფეხსაცმელი. ხოლო თუ ოდნავ დავარდნილ ჟაკეტსა და T-ჭრის ფორმის „ბალეტკებს“ დაუმატებ, მიიღებ რეტრო სტილს.

5. ყვავილებიანი კაბა

flower print
ბოლო წლების მოდის გათვალისწინებით, ყვავილებიანი კაბა ძალიან აქტუალურია. შემოიცვი ტყავის ან ჯინსის ქურთუკი, ან ერთფეროვანი ჟაკეტი, იმის მიხედვით თუ როგორი სტილი უფრო მოგწონს – ნაზი თუ მეტად ფემინისტური. ასევე, ყვავილებიანის ნაცვლად შეგიძლია, სხვა პრინტი შეარჩიო.

6. სადა კაბა და პალტო

dress and coat
მარტივი, ყოველდღიური კომბინაცია ცივ ამინდში. შეგიძლია შეუხამო თხელი კოლგოტი და მაღალყელიანი ჩექმები.

7. ზოლიანი მაისური და ყოველდღიური შორტები/შარვალი

stripped
მშვენიერი საზაფხულო (და არა მხოლოდ) ჩაცმულობა. მეზღვაურის ზოლებიანი მაისური უკვე კლასიკად იქცა, ხოლო მაისური შორტებთან, ჩალის ქუდთან და ტყავის სანდლებთან ერთად შექმნის შესაბამის იერს პლაჟისთვის.

8. შენ მიერ შერჩეული კომბინაცია

individual
ალბათ ყველას გვაქვს ამოჩემებული სამოსი, რომელშიც თავს კომფორტულად და მიმზიდველად ვგრძნობთ. ეს კომბინაცია იდეალურია მაშინ, როცა არ იცი რა ჩაიცვა.