Home სტილი

ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, კარადის განახლებაზე ფიქრს ვიწყებთ. სულ უმნიშვნელო ნივთის შეძენაც კი, განწყობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ახალისებს ჩაცმულობას. თუ ფინანსები ამის საშუალებას არ გვაძლევს,  სულაც არაა აუცილებელი, სამოსის იარლიყზე ცნობილი ბრენდის სახელი ეწეროს, ალტერნატივის მარტივად პოვნაში ჩვენ დაგეხმარებით.

ვფიქრობთ, წინ სასიამოვნო შოპინგი გელის.

Catwalk

1. კაბა-პერანგი/Shirt dress

მამაკაცის სამოსით შთაგონებული, მაგრამ ქალური ხიბლის მქონე მრავალფუნქციური სამოსი. მისი ტარება შარვალთან, ქვედაბოლოსთან, ან სულაც მათ გარეშე შეგიძლია, სამსახურში ან მეგობრების შეკრებაზე. შეხსნილი ღილების რაოდენობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარემოში გიწევს მისი ჩაცმა.

შეიძინე ამაზონზე

შეიძინე ამაზონზე

შეიძინე ამაზონზე

შეიძინე ამაზონზე

2. ფართო-ტოტებიანი შარვალი/Wide-leg Trousers

ფართო შარვლები ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ გაზაფხული-ზაფხულის  ჩვენებებზე. ვიცი რასაც ფიქრობ: იგი მხოლოდ მოდელის ტანის მქონე გოგონებისთვისაა. არადა, მთავარია შენი ზომის და ოდნავ მაღალწელიანი შარვალი შეარჩიო, რომელიც ფეხს ვიზუალურად დააგრძელებს და პრობლემაც მოხსნილია, ბონუსად კი მას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დამალვაც შეუძლია, რაც კიდევ უფრო მაღალს გამოგაჩენს. (გადახედე ჩვენს სტატიას: სამოსი – როგორ გამოჩნდე უფრო მაღალი)

BCBG-Max-Azria-WideLeg

შეიძინე ამაზონზე

3. ბომბარდირის ქურთუკი/Bomber Jacket

ბომბარდირის ქურთუკი მრავლად ვნახეთ მოდის კვირეულებზე და არაერთი სეზონია, რაც ის სპორტის გულშემატკივრების ასოციაციას აღარ იწვევს. ამასთან მისი ძალიან დიდ ასორტიმენტია მაღაზიებში. ლამაზი პრინტის ქურთუკი, მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლია კაბას მოუხდინო, ან უბრალოდ, ჯინსის შარვალთან მოიცვა.

შეიძინე ამაზონზე

შეიძინე ამაზონზე

4. მიდი-კაბა 50-იანი წლების შთაგონებით/Tea length dress

ვფიქრობ 50-იანი წლები ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური პერიოდია ქალებისთვის. ამ პერიოდით შთაგონებული კაბები ქალს სინაზეს და რომანტიკულობას სძენს.

christian_siriano_TeaLength

შეიძინე ამაზონზე

5. პასტელის ფერები/Pastel

როგორ შეიძლება გაზაფხულის სინაზე პასტელის ფერებით ვერ შეიგრძნო?! ამ ტენდენციის გამოსადეგი მხარე: შეგიძლია კლასიკური პიჯაკიდან დაწყებული, ბაიკერის ქურთუკით დამთავრებული ნებისმიერი სტილის სამოსი შეარჩიო.

შეიძინე ამაზონზე

შეიძინე ამაზონზე

შეიძინე ამაზონზე

6. თხელი, ნაქსოვი ზედა/Sweater

როცა ქურთუკის გახდის დრო დგება, ის დროა, ლამაზი ნაქსოვი ზედატანები გამოაჩინო. არ აქვს მნიშვნელობა ფერადი ნახატებით იქნება გაწყობილი თუ ერთ ფერში, სვიტერი ნამდვილად შეგინარჩუნებს სითბოს დილის სუსხისას და განუყრელ მოდურ ელემენტად იქცევა.

შეიძინე ამაზონზე

შეიძინე ამაზონზე

7. მოკლე მაისური/ Crop-top

მოკლე მაისური უკვე რამდენიმე სეზონია პოზიციას არ თმობს. ის როგორც სპორტულ, ასევე ნაზ, ელეგანტურ სტილშიც აქტიურად გამოიყენება. თუ სხეულის ზედმეტად გამოჩენას ერიდები, მაღალწელიან ქვედაბოლოს ან შარვალს შეუხამე.

შეიძინე ამაზონზე

შეიძინე ამაზონზე

ტენდენციები მიდიან და მოდიან, ჩვენი სტილი კი უცვლელი რჩება, ამიტომ ჩაიცვი ის, რაშიც ყველაზე ბედნიერად გრძნობ თავს და ვერავინ იქნება შენზე მიმზიდველი.

შენ რა შეიძინე ყველაზე ბოლოს?

10 კომენტარი to this post

Leave a Reply to ეკა Cancel reply