ზამთარი დღითიდღე გვიახლოვდება და ყველას გვიწევს პალტოზე ზრუნვა. პალტოს ფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ფერიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ვარდისფერი ყველა ტონალობაში 2013-2014 წლის ზამთრის ერთ-ერთი გამორჩეული ფერია. ის აირჩიეს ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა დიორი, სელინი, როდარტე, შანელი, მიუ მიუ, მალბერი და სხვა.

დიზაინერები თავისუფალი იყვნენ ტონალობის არჩევაში. მაგალითად, დიორის სახლმა და სელინმა ღია ფერზე გააკეთეს არჩევანი, შანელმა ორი, მუქი და ღია ტონალობის პალტოები წარმოადგინა, მიუ მიუმ შავი კოპლები დაუმატა. ფორმები, ისევე როგორც ფერები მრავალფეროვანია: ხალათის ფორმის პალტოები, დიდი ზომის, მამაკაცური სტილი, ბეწვი, მოკლე, გრძელი..

აქედან გამომდინარე, არჩევანი შენზეა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, ვარდისფერი აუცილებელია! :)

ქუჩის მოდა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიზაინერების მიერ შემოთავაზებული ტენდენციების გამყარებაში, აქტიურად იყენებს ვარდისფერი პალტოს ტენდენციას: ბლოგერები, მოდის კვირეულის სტუმრები, კინოს და მუსიკის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა რიანა, ევა მენდესი, ჯენიფერ ლოპესი და თავად ინგლისის პრინცესა ქეით მიდლტონიც მიჰყვებიან ამ ტენდენციას.

მსოფლიო მოდის ინდუსტრის წამყვანი ჟურნალები ასევე აქტიურად იყენებენ ვარდისფერ პალტოებს გარეკანის დასამშვენებლად და არა მხოლოდ. საუკეთესო მაგალითია კარლი კლოსი, რომელიც იაპონური ვოგის 2013 წლის ნოემბრის ნომერს ამშვენებს სენ ლორენის ვარდისფერ ბეწვის ქურქში.