Home სტილი

ყველა მოდური გოგონა თუ ქალბატონი შემოდგომის გარდერობის განახლებას ზაფხულიდან იწყებს. ახალი სასწავლო წელი და შვებულების შემდეგ განახლებული სამსახური სტიმულია, რომ შეიცვალო სტილი და მეტი შემართებით შეუდგე შენი გეგმების განხორციელებას. გეთანხმები, ასეთ სიცხეში საშემოდგომო შოპინგისთვის დროის გამონახვა რთულია, თუმცა ამ პოსტის დახმარებით შენ წინასწარ გაეცნობი საშემოდგომო მოდურ ტენდენციებს, რომლებსაც ბრიტანული ვოგი გთავაზობს და ახალ სეზონს შემზადებული შეხვდები.

1. ნებისმიერი ტონალობის ვარდისფერი

შემოდგომისთვის საკმაოდ თამამი განაცხადია, თუმცა ზაფხულის ცხელი დღეების და სასიამოვნო მოგონებების შემდეგ, ცუდი არ იქნება, თუ ღია ფერის ტანისამოსით მხიარულ ხასიათს გაიხანგრძლივებ.

1

ქეით მიდლტონი ემილია ვიკსტედის კაბაში

2. ხავერდის კაბა

ცოტა ძველმოდურად ჟღერს, არა? არადა, დროა ბებიების გარდერობში შეიხედო, ყველაფერი ახალი, ხომ კარგად დავიწყებული ძველია.

გუჩის ხავერდის კაბა 2012 წლის ჩვენებიდან

გუჩის ხავერდის კაბა 2012 წლის ჩვენებიდან

3. გრძელი ქვედაბოლო

ქალური და დახვეწილი! ნებისმიერი ფაქტურის და ფერის გრძელი ქვედაბოლო შენს საშემოდგომო გარდერობს დაამშვენებს.

მაიკლ კორსი – 2013 წლის შემოდგომის კოლექცია

მაიკლ კორსი – 2013 წლის შემოდგომის კოლექცია

4. თვლებით მორთული სვიტერი

საშემოდგომი სვიტერი, ჯინსები და მოსახერხებელი ფეხსაცმელი შენს დატვირთულ დღის განრიგს იდეალურად ერგება. მეტი ქალურობისთვის თვლებით შელამაზებული სვიტერი შეარჩიე და სამსახურის შემდეგ საღამოს შეხვედრებისთვისაც მზად იქნები.

მოსკინო - Cheap and Chick კოლექცია

მოსკინო – Cheap and Chick კოლექცია

5. საშემოდგომო ქურთუკი

კლასიკური ქურთუკი შემოდგომისთვის ყოველთვის მოდურია. ბარბერის ქურთუკის მსგავსი მოსასხამი შემოდგომის წვიმიან დღეებში შენთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოდური შტრიხი იქნება.

ემა ვოტსონი ბარბერის ქურთუკში

6. ქრიფერები

ყველაზე თამამი და მოდური გოგონებისთვის. ეს ფეხსაცმელი შეგიძლია შეუხამო ნებისმიერ ტანისამოსს: ჯინსებიდან დაწყებული, შიფონის კაბებით დამთავრებული – ქრიფერები შენს ნებისმიერ ჩაცმულობას განსაკუთრებულ ეშხს შესძენს.

პრადას ქიფერები

პრადას ქიფერები

7. უბრეტელო კაბა

ეს ნივთი შენი გარდერობის ყველაზე სექსუალური ნაწილი იქნება. წვეულებაზე ან პაემანზე ამგვარი კაბა მაშინვე ყურადღების ცენტრში მოგაქცევს.

დიორის უბრეტელო კაბა

8. საშემოდგომო ლაბადა

დროა სკოლის პერიოდი გაიხსენო. საშემოდგომო ლაბადა ზრდასრული ასაკის ქალებისთვისაც მოდურ ტენდენციად იქცა. თბილი, მოსახერხებელი და მოდური – ლაბადა შემოდგომის ტანისამოსია: “სამი ერთში”.

ელი სააბის ლაბადა 209-10 წლის შემოდგომა/ ზამთრის კოლექცია

ელი სააბის ლაბადა 209-10 წლის შემოდგომა/ ზამთრის კოლექცია

9. ბალთიანი ქამრები

მოდი, შევთანხმდებით იმაზე, რომ ლამაზი ქამარი ნებისმიერ სადა ჩაცმულობას გამოაცოცხლებს და მოდურ იერსახეს მისცემს. ამიტომაც, დროა, სხვადასხვა ფორმის, ზომისა თუ ფერის ქამრები შეიძინო, რომლებსაც შენს პატარა შავ კაბას იდეალურად მოარგებ.

დაიანა არგონი პრადას ტანისამოსში

10. დალმატინელის პრინტი

ტანისამოსი სხვადასხვა პრინტით დიდი ხანია მოდაშია, თუმცა წელს ლიდერის პოზიციას მოდურ პრინტებში კლასიკური შავ-თეთრის კომბინაცია იკავებს.

მოდური პრინტი სხვადასხვა აქსესუარებზე

მოდური პრინტი სხვადასხვა აქსესუარებზე

წარმატებულ შოპინგს გისურვებ!

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?