Home სტილი

“fast-fashion”-ის ეპოქაში სადაც მოდური ტენდენციები თვალის დახამხამებაში იცვლება, არსებობს ნივთები, რომლებიც ყველა დროის უცვლელი ატრიბუტია და განურჩევლად გემოვნების, სტილის, ზომა-წონის და კანის ფერის, ყველა ქალის კარადის აუცილებელი ელემენტია.

  • მრავალფუნქციურობა – სწორედ ამ სამოსის თუ აქსესუარის მრავალფუნქციურობა განაპირობებს მათ აუცილებლობას. სასურველია ფერები ნეიტრალური იყოს და ერთ ფერში. ყველაზე გამოყენებადი ამ მხრივ, არავის გაუკვირდება რომ შავია. ნეიტრალურ ფერთან ყველაზე ადვილია სხვა ფერის და აქსესუარის შეთავსება.
  • ხარისხი – იმის გამო, რომ ამ ნივთებმა, ჩაცმულობაში “სუფთა ფურცლის” ფუნქცია უნდა შეასრულონ, რაზეც ყველამ ის უნდა “დავხატოთ’ რაც მოგვესურვება, მათი ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთი – ისინი მუდამ საჭიროა და სასურველია დიდი ხანი ცოცხლობდნენ, მეორე – თავს სხვაგვარად ვერ წარმოაჩენენ თუ არა ხარისხით.
  • კლასიკა – არავის გვინდა, მაგალითად, ხარისხიანი შარვალი, ნეიტრალურ ფერში, რომელიც მოდური აღარაა, ამისთვის არჩევანი მხოლოდ კლასიკურზე უნდა შევაჩეროთ.ქვემოთ მოყვანილი სია შოპინგისას დაგეხმარება შეიძინო ის ნივთები, რომელსაც აუცილებლად ჩაიცვამ და მათი პრაქტიკულობიტ გაოცებულიც კი დარჩები.

1. პატარა შავი კაბა

LBD (Little Black Dress) – როგორც მას მოიხსენიებენ, არავინ შემეწინააღმდეგება, რომ ნომერი პირველი ნივთია გარდერობში. ძალიან პრაქტიკულია – სამსახურში პიჯაკით საქმიანი იმიჯისთვის, საღამოს კი სამკაულებით გაფორმებული სრულიად სხვა იერს იღებს. კაბა დახვეწილი და ზედმეტი დეტალებით ნაკლებად დატვირთული უნდა იყოს.

Pinkmusthave01

 2. შავი პიჯაკი

კლასიკური პიჯაკი, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადია. მისი ჩაცმა შესაძლენელია ჯინსზე, კაბაზე, ქვედაბოლოზე, მოკლედ ყველაფერზე, რასაც მოისურვებ. მთავარია, ის ტანის ფორმებს კარგად ერგებოდეს. მისი საშუალებით ყველაზე კარგად შეგვიძლია ჩვენ ღირსებებზე ხაზის გასმა და არასასურველი ადგილების საგულდაგულოდ მიჩქმალვა. მაგალითად გამოყვანილი პიჯაკით, წელი უფრო წვრილი და ქალური ჩანს.

Pinkmusthave02

3. თეთრი პერანგი

ღილებიან თეთრ პერანგს გაცილებით ბევრი ფუნქცია შეგვიძლია მოვუფიქროთ, ვიდრე მამაკაცებმა. იგი შეგვიძლია ჩავიცვათ ჯინსზე, შავ კლასიკურ შარვალზე, ქვედაბოლოზე, ჩატანილი, შეკრული ბოლოებით, ჯემპრის ქვეშ, სამსახურში, წვეულებაზე, მოკლედ, ყველგან!

Pinkmusthave03

4. შავი შარვალი

კარგი ხარისხის შავი შარვალი გარდერობისთვის აუცილებლობაა. მოერიდე ნაკეცებს, რადგან ის მხოლოდ ხელს უწყობს არასასურველი ფორმების გამოაშკარავებას. შეარჩიე თხელი შალის ნაჭრისგან დამზადებული შარვალი. მისი გამოყენება, სეზონის ნებისმიერ დროს შეგიძლია.

თუ ფინანსები ხელს გიწყობს და მეორე შარვლის შეძენას აპირებ, სპილოსძვლისფერი იდეალური ვარიანტია, იმის გარდა, რომ ზამთარშიც კი შეგიძლია მოწყენილი დღეების განწყობა გაიხალისო, ხაზს გაუსვამ იმას, რომ თამამი გადაწყვეტილებების არ გეშინია და კარგად იცი, რა გსურს!

Pinkmusthave04

5. ქვედაბოლო “ფანქარი”

ტანზე მომდგარი, მუხლამდე ქვედაბოლო – ის ნივთია, რომელიც არასოდეს გადის მოდიდან. სწორად შერჩეულ ქვედაბოლოს გამოყავს ტანი და უფრო გამხდარს აჩენს. თუ ასეთი შენს ხასიათში არ ჯდება, გამოსავალი ყოველთვის არსეობს. ბოლოში გაშლილი (A Line skirt) ქვედაბოლო მუდამ ჩვენს სამსახურშია.

Pinkmusthave05

6. ლაბადა

მოსაცმელი პირველი ნივთია, რომელსაც გარეთ, შეხვედრისას ხედავენ – ამიტომ იგი შთაბეჭდილებას უნდა ახდენდე გარშემომყოფებზე. ლაბადა (trench coat) ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნივთია, ძალიან პრაქტიკული და “უსეზონო”, როგორი ინგლისური და რომანტიული იერი აქვს განსაკუთრებით წვიმიან ამინდში?!

  • ლაბადა, მხრებზე ზუსტად უნდა ჯდებოდეს, სხვა შემთხვევაში, შეიძლება ეფექტი სრულიად დაეკარგოს.

შეარჩიე სასურველი სიგრძე და ფორმა, რომელიც იდელურად გადმოსცემს შენს ღირსებებს.

თუ პატარა ტანის ხარ, ნაკლებად დატვირთული, ღილის ერთი რიგით გაწყობილი ლაბადა შეიძინე, მაღალ ტანს კი მეტად ტრადიციული ორრიგიანი შეჰფერის.

Pinkmusthave06

7. ლურჯი ჯინსი

არ მეგულება ადამიანი რომელიც ჯინსის შარვალში თავს კარგად არ გრძნობდეს, ასეთი ყველას უნდა გვქონდეს , რომელიც მიმზიდველ სხეულს და კომფორტის შეგრძნებას გვაძლევს. შეარჩიე მუქი ჯინსი, ის სხეულს უფრო ტანადს აჩენს. ამასთან, ჩვენს დროში იმდენი ტიპის ჯინსია, რომ ადვილად შევიძენთ იმას, რომელიც გამოკვეთს სხეულის ლამაზ ფორმებს.

  • თუ ლამაზი ფეხები გაქვს, ვიწროტოტებიანი (Skinny) ჯინსი შეარჩიე.
  • წელის არედან ყურადღების გადასატანად გაშლილი (bootcut, flared, straight) ჯინსი გამოგადგება
  • ლამაზი, წვრილი წელის გამოსაკვეთად მაღალწელიანი (high-waisted) იდეალურ ვარიანტად გვევლინება.

Pinkmusthave07

8. ზოლიანი მაისური

ზოლიან მაისურს დრო და ადგილი არ აქვს, იგი მუდამ იყო, არის და იქნება. გადასარევად გამოიყურება პიჯაკის ქვეშ, ფერად სამოსთან შეხამებული, ან უბრალოდ ჯინსზე.

Pinkmusthave08

9. შავი ჩანთა

საშუალო ზომის, ტყავის, შავი ჩანთა უხდება ყველაფერს, მისი ტარება ყველგან შეიძლება და თითქმის ყველა სიტუაციას ერგება.

Pinkmusthave09

10. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

ეს მრავალფინქციური საოცრება, კლასიკური შავი ფეხსაცმელი ქუსლით თითქმის ყველა “წყლიდან მშრალად გამოგვიყვანს”, სამსახურიდან-წვეულებამდე, მთავარია იგი ზუსტად გვერგებოდეს, რომ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი თავი მივანდოთ.

Pinkmusthave10

11. წითელი დაბალძირიანი ფეხსაცმელი

დაბალძირიანი ფეხსაცმლის ქონა აუცილებელი და გარდაუვალი მომენტია – შავი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ არჩევანს წითელზე შეაჩერებ გაცილებით უფრო მეტს მოიგებ, ნებისმიერ სეზონზე გადასარევად უხდება ლურჯ ჯინსს, ზოლიან სამოსს, ლაბადას – ახალისებს, აცოხლებს და დადებით მუხტს სძენს ჩაცმულობას.

Pinkmusthave11

12. შარფ(ებ)ი

იმის გამო, რომ ჩამოთვლილი აუცილებელი ნივთები ერთფეროფანია, მათ შესალამაზებლად ფერადი შარფები მისწრებაა, ამით იზოგება ბიუჯეტი და ჩაცმულობას ბევრად დასრულებული სახე აქვს, ამასთან შარფების გაკეთების და მორგების ხერხი უამრავია, მთავარია მონდომება!

Pinkmusthave12

13. მარგალიტის ყელსაბამი

მარგალიტის ყელსაბამი ძალიან კარგი გზაა გაალამაზო ჩაცმულობა, არ არის აუცილებელი იგი საოფისე ტანსაცმელს შევუხამოთ, მისი ტარება ყოველდღიურ სამოსსაც კი გამორჩეულად გადააქცევს

Pinkmusthave13

შეიძლება სია არც თუ ისე პატარაა, მაგრამ იმედია კარგად გადმოვეცი მათი არსებობის მნიშვნელობა, რომელიც ცოტათი მაინც შეამსუბუქებს კითხვის – “დღეს რა ჩავიცვა?”-ს სიმძაფრეს, დაზოგავს ჩვენს ფინანსებს და დროს. თუ რაიმე მნიშვნელოვანი ნივთი გამომრჩა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია გარდერობის არსებობა, მოხარული ვიქნები კომენტარებში ვიხილო.

რომელი აუცილებელი ნივთებია შენს გარდერობში?

View Results

Loading ... Loading ...

 

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა 2013 წლის 5 ივნისს. მიმდინარე ვერსიას დაემატა გამოკითხვა და განახლდა ფორმატირება.

15 კომენტარი to this post
  1. ყელსაბამის გარდა ყველაფერი მაქვს და მართლაც რომ გამოსადეგია ყველა ნივთი :)

  2. Citeli dabalziriani fexsacmeli. Esaa zustad migneba :-) nebismier samoss vuxamrb rasac arvelodi ubralod shavi vervnaxe iseti rogorsac vezebdi.. aucileblad am fers shevarchev momavalshiic ;-)

შენ რას იტყვი?