Home სტილი

Pink-მა გადაწყვიტა ქართულ ენაში დაამკვიდროს ფართოდ გამოყენებული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები და სილამაზის ახალი ტერმინები, შესაბამისად, ამ სტატიაში ე.წ. Bobby pin-ის ნაცვლად უჩინარა თმის სამაგრს გამოვიყენებთ.

დღესდღეობით უამრავი ვარცხნილობა არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის სამაგრის საშუალებით იკეთებენ. ბობი ფინი, ანუ ე.წ. „უჩინარა“ შენთვის ახალი არ უნდა იყოს, თუმცა ამ სტატიაში წარმოგიდგენ მისი გამოყენების ახალ, თანამედროვე ხერხებს.

1. ამოატრიალე

იცოდი, რომ ტალღისებური მხარე თავის ქალას უნდა ედებოდეს და არა პირიქით? მე არა. თურმე ამოტრიალებული უჩინარა უფრო კარგად იჭერს თმას!

2. თმის ლაქი უფრო მეტი დაჭერისთვის

სანამ თმაში უჩინარა თმის სამაგრს დაიმაგრებ, დაასხი თმის ლაქი რათა თმა უკეთ დაიჭიროს.

3. „ჩაკეტვის“ მეთოდი

ეს მეთოდი შენთვის ახალი არ უნდა იყოს – ალბათ, გამოგიყენებია ჩვეულებრივი ორ-კბილიანი სარჭი, რომლითაც „ხვეულას“ იმაგრებდი. იგივე მეთოდი გამოიყენე უჩინარა თმის სამაგრით თმის დამაგრებისას.

4. დაამაგრე ნაწნავი

იმისთვის, რომ შენი ვარცხნილობა უფრო მოდურად გამოიყურებოდეს, ნაწნავი რეზინის მაგივრად უჩინარა თმის სამაგრით დაიმაგრე.

5. დაფარე რეზინა

ცხენის კუდის გაკეთების შემდეგ, აიღე თმის პატარა ნაწილი და შემოახვიე რეზინს, ხოლო დარჩენილი ნაწილი უჩინარა თმის სამაგრით დამალე.

6. არაორდინალური დიზაინი

სხვადასხვა ფერის უჩინარათი შეგიძლია უამრავი საინტერესო და არაორდინალური ვარცხნილობა შექმნა. იდეებითვის გადახედე ფოტოებს.

7. მიეცი მოცულობა ცხენის კუდს

ცხენის კუდის შიგნით, ვერტიკალურად დაიმაგრე ორი უჩინარა, რათა ვარცხნილობა ზემოთ აიწიოს.

8. გაიჩერე კულულები

თუ თმას ხშირად იხვევ, მაშინ ეს ხრიკი შენთვისაა. მას შემდეგ, რაც თმას დასახვევი უთოთი დაიხვევ, გაგრილებამდე უჩინარა თმის სამაგრით დაიმაგრე. ასე შენი კულულები უფრო დიდ ხანს გაძლებს.

9. შეინახე ტიკ-ტაკის ყუთში

10. დაიხმარე ლამაზი მანიკურის შექმნაში

უჩინარას მომრგვალებული თავი ჩააწე სასურველ ფრჩხილის ლაქში და მოიხატე სურვილისამებრ.

11. წაუსვი წებო ხელოვნურ წამწამებს

ვარცხნილობის იდეებისთვის გადახედე ჩვენს სტატიებს:

შენ რას იტყვი?