Home სტილი

რადგან ჯერ ისევ გაზაფხულია არ ვფიქრობ რომ გვიანია შემოგთავაზოთ საზღვარგარეთ პოპულარული ტენდენციები. მე თითოეული მათგანი ძალიან მომეწონა, რამდენიმე კი განსაკუთრებით და ალბათ, საკუთარ ჩაცმულობაშიც შევიტან დირექტივებს. თქვენ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ და მოგვწეროთ, რომელია თქვენი რჩეული გაზაფხულის ტენდენცია. მაშ ასე:

1. ბერმუდა შორტები

ოდნავ უხეშად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა როგორც ამ ფოტოზე დონა კარანის ნამუშევრებში ჩანს, ძალიან მოხერხებული და
საკმაოდ თავისებური შორტის ვარიაციაა. თუ დამიჯერებთ, კომფორტულიც არის. მოკლედ ნება თქვენია – მე მომწონს და ხშირად მაცვია კიდეც.

Peter Som, Rag & Bone, DKNY, spring 2013

Peter Som, Rag & Bone, DKNY, spring 2013

2. შავი და თეთრი

როგორც წესი გაზაფხულის ტენდენციები ფერადი და ყვავილოვანი პრინტებით გაფორმებულია. წელს კი დიზაინერებმა აქცენტი მარადიულად მოდურ, თეთრის და შავის კომბინაციაზე გააკეთეს. აბსოლუტურად მისაღები და ტენდენციაა, რას იტყვით?

Alexander Wang, Jason Wu, Marc Jacobs, spring 2013

Alexander Wang, Jason Wu, Marc Jacobs, spring 2013

3. Peekaboo სამოსი

საღამოს კაბების განსაკუთრებული მიმზიდველობა მის სექსუალობაშია, ამ სეზონის ერთ-ერთი ტრენდი კი სექსუალური, გამჭვირვალე კაბებია. პირადად მე უფრო სადა და მეტად დახვეწილი სტილის მირჩევნია, თუმცა დიზაინერები სხვაგვარად ფიქრობენ.

BCBG, Cushnie et Ochs, Diane von Furstenberg, spring 2013

BCBG, Cushnie et Ochs, Diane von Furstenberg, spring 2013

4. სათვალე

თუ მოდის აქტიური მიმდევარი ბრძანდებით, ისიც გეცოდინებათ სათვალე ჩაცმულობის, რაოდენ მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ამ გაზაფხულზე დიზაინერები დიდი ზომის და ფერად სათვალეებს გვირჩევენ, განსაკუთრებულად მოდური კი მაინც ე.წ. “კატის თვალებია”.

Anna Sui, 3.1 Phillip Lim, Diane von Furstenberg, spring 2013

Anna Sui, 3.1 Phillip Lim, Diane von Furstenberg, spring 2013

5. ზოლები

საზღვაო ზოლიანი სამოსი, მაისურები, პიჯაკები და შარვლები, კვლავ აქტუალური მოდური ტენდენციაა. თუ ჩემსავით, შენც ზოლიანი სამოსის მოყვარული ბრძანდები შეგიძლია თამამად ჩაიცვა, და მოდურად გამოიყურებოდე. ასეთი სამოსი სეზონის ნამდვილი ჰიტია.

Tommy Hilfiger, Michael Kors, Marc Jacobs, spring 2013

Tommy Hilfiger, Michael Kors, Marc Jacobs, spring 2013

6. ტყავი

ჩემდა გასაკვირად წლევანდელი გაზაფხულის ერთ-ერთი აქტიური ტენდენცია სამოსში ტყავის ნაჭრებია, თუმცა ფოტოზეც ჩანს, რომ არც თუ ურიგოდ გამოიყურება თუნდაც შიფონის და ტყავის კომბინაცია.

Derek Lam, Monique Lhuillier, Proenza Schouler, spring 2013

Derek Lam, Monique Lhuillier, Proenza Schouler, spring 2013

7. აზიური სტილი

ზამთრიდან მოყოლებული აზიური სტილი ამ სეზონზეც პოპულარულია. დასავლეთს ყოველთვის ხიბლავს აღმოსავლური ქსოვილების დიდებულება, იქაური ქსოვილების და დეტალების მიმზიდველობა. არაჩვეულებრივი ფერები და ფაქტი რომ აზიელ ქალბატონებს შეუძლიათ იყვნენ სექსუალურები და მაცდუნებელნი ზედმეტი გამომწვევობის გარეშე.

Oscar de la Renta, Altuzarra, Marchesa, spring 2013

Oscar de la Renta, Altuzarra, Marchesa, spring 2013

8. პიჯაკი და შორტები

თუ თქვენი გარდერობის გახალისებას აპირებთ დიზაინერები გირჩევენ შეიძინოთ პიჯაკი და შორტები. ასეთ ჩაცმულობაში თავს კომფორტულად და ულტრამოდურად იგრძნობთ.

Michael Kors, Tory Burch, Helmut Lang, spring 2013

Michael Kors, Tory Burch, Helmut Lang, spring 2013

9. სპორტული კაბები

თავისუფალი ჩაცმის სტილის მოყვარულთ ეს ტენდენცია ნამდვილად გაეხარდებათ, სპორტული კაბა გიცდიათ როდესმე? თუ არა გეტყვით, რომ იოლი და მოხერხებული ჩასაცმელია, თანაც ამ გაზაფხულის ტენდენციაა. ასე, რომ თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიცვამთ შეგიძლიათ ახლა სცადოთ.

DKNY, Rag & Bone, Victoria Beckham, spring 2013

DKNY, Rag & Bone, Victoria Beckham, spring 2013

10. წვეტიანი ფეხსაცმელები

90 იანი წლების მოდა დაბრუნდა, ასე რომ წაწვეტებულ ცხვირიანი ფეხსაცმელები კვლავ მოდაშია. ფეხსაცმლის ცხვირი თუ ლითონის ფირფიტით იქნება მორთული, აი მაშინ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ფეხსაცმელიც მოდური ტენდენციების მიხედვით შეარჩიე.

Peter Som, Marc Jacobs, spring 2013

Peter Som, Marc Jacobs, spring 2013

ესეც გაზაფხულის მოდური ტენდენციები თქვენთვის. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე მაინც აუცილებლად მოგეწონებათ.

გაზაფხულის რომელი ტენდენცია მოგეწონა?

View Results

Loading ... Loading ...
7 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?