Home სტილი

სეზონის ცვლასთან ერთად, ვცვლით სამოსს, აქსესუარებს, კოსმეტიკას და ა.შ.

სურნელი, რომელსაც ვატარებთ ჩვენი სტილის უმნიშვნელოვანესი შტრიხია და ხშირად ჩვენს ხასიათს განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე წამყვანი დიზაინერების ტრადიცია – სეზონის ახალ სამოსთან ერთად წარმოადგინონ ახალი სუნამო, ძალზედ წარმატებული და მისასალმებელია.

2014 წლის გაზაფხულის სეზონზე მაღალი მოდის წამყვანი ბრენდები Dolce & Gabbana, Elie Saab, DKNY, Burberry და სხვები ახალ სუნამოებს გვთავაზობენ, რომლებიც გაზაფხულის ნაზი და არომატული სურნელითაა გაჯერებული.

Dolce & Gabbana

დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას სამოსი ყოველთვის ქალურობით და რომანტიკულობით გამოირჩევა. მათი ახალი სუნამო “Dolce” სიცილიური მოგონებებითაა შთაგონებული და თეთრი ყვავილების არომატების ნაკრებს წარმოადგენს.

Balenciaga

Balenciaga 100 წლის წინ დაარსდა და შთამბეჭდავი ისტორიის მქონე ბრენდია. მისი ახალი სუნამო “Rosabotanica” კლასიკური და მდიდრულია, ვარდის სურნელით გაჯერებული.

DKNY

გოგონებს, რომლებიც უპირატესობას DKNY-ს ანიჭებენ, ქალაქის აქტიური ცხოვრება უყვართ. სწორედ მათი შთაგონებით შეიქმნა 25 წლის წინ DKNY და დღეს ის გაზაფხულის სეზონისთვის ნაზ, იის სურნელოვან სუნამოს გვთავაზობს.

Elie Saab

ყველა ქალისთვის საოცნებო კაბების შემქმნელი ლიბანელი დიზაინერი, ქალბატონების სურნელზეც ზრუნავს. ულტრა ქალური, დახვეწილი, ვანილის სურნელოვანი სუნამო წყალი Elie Saab L’Eau Couture Eau de Toilette მხოლოდ 90-მილიგრამიან ფლაკონებშია დაფასოებული და მისი ფასი 66 ფუნტი სტერლინგია.

Gucci

Gucci-ის ქალბატონები არიან სექსუალურები, მაგრამ ყოველთვის ქალურები. Flora by Gucci 1966 წელს, სპეციალურად გრეის კელისთვის შექმნილი სუნამოს თანამედროვე ვარიანტს წარმოადგენს, რომელიც სავსეა ბერგამოტის და ვარდის არომატებით.

Yohji Yamamoto

ვარდის, ჟასმინის და ატმის არომატი გვიყვება ნაზი ქალის სიყვარულის ისტორიას. შეიძლება ითქვას, Her Love Story by Yohji Yamamoto ბრენდის ყველაზე ქალური შემოთავაზებაა.

Balmain

Balmain-ის კრეატიული დირექტორი ახალ სუნამოს ასე აღწერს: “გასაოცრად სექსუალური, მაგრამ არა ვულგარული. გაჯერებული აღმოსავლური ყვავილების სურნელით.”

Burberry

Burberry-ის გოგონა არის ყოველთვის მომხიბვლელი და ქალური, თითქოს როკ’ენ’როლის ასაკშია ჩარჩენილი, მაგრამ ბრიტანული სტილი ყოველთვის აქვს შენარჩუნებული, როგორც მის ახალ სუნამოს Brit Rhythm.

Calvin Klein

ყველა დროის ელეგანტურობის სინონიმი – Calvin Klein სუნამოსაც უნივერსალურს ქმნის. Endless Euphoria არის პარფიუმის წყალი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ყოველდღიურად შეგიძლია იპკურო ისე, რომ არ მოგბეზრდეს.

Versace Couture

ტყავის გარეკანით შეფუთული 100-მილიგრამიანი ფლაკონი, რომელსაც ჟასმინის არომატული სურნელი აქვს – ეს Gianni Versace Couture პარფიუმერული წყალია. ის ბრენდისთვის დამახასიათებელი მდიდულობით და სექსუალურობით გამოირჩევა და მისი ფასი 300 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.

რომელ სუნამოზე შეაჩერებდი არჩევანს?

12 კომენტარი to this post
  1. Yohji Yamamoto მქონდა და მართლა მაგარი სურნელი აქვს მაგრაააააამ მეეე GUCCI FLORA-ზე მეტად არაფერი მიყვარს!!! ორგანულად ჩემია! <3

შენ რას იტყვი?