Home სახლი

აი, ეზოში ნებირვობის დროც მოვიდა. რა სჯობს, სამსახურის შემდეგ საკუთარ ეზოში განტვირთვას.

1. შეურიე პრინტები

ეზოს გასამხიარულებლად გამოიყენე სხვადასხვა ფერის და ფორმის პრინტები.

2. დაკიდე სარკეები

გამოყენე სარკის ეფექტი, განსაკუთრებით, თუ შენი ბაღი პატარაა, რადგან სარკეები სივრცის ვიზუალურ ზრდას უწყობს ხელს.

3. დარგე სურნელოვანი ყვავილები

ფორთოხლის ხე, ჟასმინი და ვარდები – ეს მხოლოდ მცირედია. გარდა იმისა, რომ საოცრად ლამაზია – ყვავილები საოცარი სურნელით გამოირჩევა. ამიტომ, შეგიძლია წინასწარ შეარჩიო ყვავილების მაღაზიაში და შეახამო სურნელი.

4. დაფიქრდი ტელევიზორის ინსტალაციაზე

საღამოს საათებში ეზოში ტელევიზორის ყურებას რა სჯობს. მოიმარაგე ლუდი და უყურე მსოფლიო ჩემპიონატს. თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ ტელევიზორი მარტივად გადაადგილებადი უნდა იყოს – ამინდიდან გამომდინარე. ამ საქმისთვის დახურული აივნის გამოყენებაც მარტივად შეგიძლია.

5. გამოიყენე პატარა სივრცე მაქსიმალურად

ეზოში პატარა სივრცე შესაძლოა, ხალხმრავალი შეკრებების ადგილიც გახდეს. შეგიძლია პატარა ეზო ჯიბის სამოთხედ გადააქციო.

6. დააყენე განათება

სათანადო განათება და ნათურების ასხმა შენს ბაღში რომანტიკულ განწყობას შექმნის.

7. გამოიყენე მაგიდის გადასაფარებლები

შეარჩიე ელეგანტური გადასაფარებელი შენი ეზოს ფერებში, შეუხამე სათანადო ხელსახოცები და დატკბი კომფორტით.

8. გააშიშვლე ფერები

გამოიყენე ბალიშები, ააჭრელე ეზო ლამაზი ფერებით. არ მოგერიდოს კონტრასტული ფერების გამოყენება. ეცადე, უფრო მეტად ნათელ ფერებს მიმართო. ისინი ამაღელვებელ განწყობას ჰქმნიან.

9. დააგე ხალიჩა

ისევე, როგორც შინ, ხალიჩა გარეთაც ადგილის უნიფიცირებას ახდენს. უბრალოდ, აქაც სიფრთხილე მოგიწევს ამინდთან დაკავშირებით.

10. აანთე სანთლები

გამოიყენე სხვადასხვა ზომის და ერთი ფერის სანთლები. შესაძლებელია სხვადასხვა ფერის სანთლების შერჩევაც იმ ფერების გათვალისწინებით, რომლებიც შენს სამფლობელოში დომინირებს.

შენ რას იტყვი?