1983 წელს საკმაოდ მომძლავრებულმა მაქს ლინდემანის კომპანია “ეტამმა” წარმოებაში ჩაუშვა ახალი ხაზი 1.2.3. ფრანგული წარმოშობის პრემიუმ ბრენდი, რომელიც ძირითადად 25–დან 45 წლამდე ასაკის ქალბატონებისათვის არის გათვლილი. ბრენდი ორიენტირებულია მომხმარებელზე. მოკლე დროში ასრულებს მათ მოთხოვნებს და ამასთან ინარჩუნებს წარმოების მაღალ ხარისხს. ბრენდის სიძლიერე ხარისხიან და ტანზე კარგად მორგებულ სამოსთან ერთად (რომელიც ნებისმიერი აღნაგობის ქალბატონს მხოლოდ საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს) არის მიმზიდველი ვიტრინები, დახვეწილი ინტერიერის მაღაზიები, დიდი და კომფორტული გასახდელები, მაღალი დონის მომსახურება.

კოლექციები გათვლილია დახვეწილი, ელეგანტური ბიზნეს ლედისთვის, საქმიანი ქალბატონებისთვის და მათთვის ვინც უბრალოდ პრიორიტეტს ანიჭებს ხარისხის, მიმზიდველობას, იდუმალ სექსუალობას და ითვალისწინებს მაღალი მოდის ტენდენციებს.

კოსტუმები, შარვლები, პულოვერები, ჟაკეტები, ტანსაცმელი და აქსესუარები აქ ყველაფერია იმისთვის რომ ჩვენ ქალებმა, თავი კარგად ვიგრძნოთ.

ასე, რომ წინ გასახდელისკენ:

pizap.com13612079371711
საკმაოდ დახვეწილი და სექსუალური კაბა ვერცხლისფერი თასმით – 339ლ
მოხერხებული ფეხსაცმელი – 289ლ
და მშვენიერი ჩანთა – 449ლ
გიპიურით გაწყობილი, გულამოღებული, შავი მოდელი – 289 ლ
ღია ფეხსაცმელი – 262 ლ
კაბა – 164ლ
ჩანთა – 449ლ
მოდური ფერი, მოდური შტრიხებით საყელოზე – 170 ლ
წითელი პიჯაკი – 379 ლ

თავად შეაფასეთ მისი ელეგანტური სტილი და დახვეწილობა. მე აღფრთოვანებული ვარ ამ პიჯაკის მოხერხებულობით. ფერიც ძალიან ლამაზია!

შავი შარვალი, ორნამენტებით – 199 ლ
ბლუზი ქაშმირის – 199 ლ
ქამარი – 129 ლ
ჩანთა – 159 ლ
ბლუზა – 108 ლ
ქვედაბოლო – 219 ლ
კლასიკური თეთრი და შავის კომბინაცია

მოდიდან არასოდეს არ გადავა. ასე მგონია.

ჯინსები და ბლუზები, მშვენიერი და მოხერხებული, ყოველდღიური ჩაცმულობისთვის.

თუ ვინმე შემედავება ამ მაღაზიაში მხოლოდ საქმიანი ქალბატონი ნახავს თავის მოსაწონსო, ძალიანაც ცდება.

pizap.com13612104680151

pizap.com13612107619841

pizap.com13612108837501

pizap.com13612111451871

მე ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი დღით, იმედია თქვენც ისიამოვნეთ პოსტით.