შოპინგ-თერაპიებს შორის ყველაზე ეფექტურ მეთოდად თეთრეულის შეძენა ითვლება, იცოდი?! ექსპერტები თვლიან, რომ ამაზე უკეთ არაფერი აუმჯობესებს თვითშეფასებას (და ამასთან ერთად პირად ცხოვრებასაც), ცხადია იმ პირობით, რომ თეთრეული ლამაზია, ხარისხიანი და თან შემძენსაც უხდება.

ვამპი, პინ-აპი, ბარბი, რომანტიული- ჩვენს მიერ არჩეული თეთრეულის სტილი ჩვენ შინაგან სამყაროს შეესაბამება. დღევანდელი ბრენდები კი  სრულად აკმაყოფილებენ ნებისმიერის გემოვნებას.

აი რამდენიმე წვრილმანი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო ამ სეზონზე:

  • ახალი – ეს კარგად დავიწყებული ძველია: დიზაინერები ერთხმად აღიარებენ, რომ მათი შთაგონების წყარო სწორედ ბებიების ძველი სკივრებია. საცვალი-რეტრო, ბრა-ბალკონეტები ან რბილი სამკუთხა ფორმის ლიფი სწორედ ორმოციანების  თეთრეულის მოდაში მეფობს.
  • მთავარია დიზაინერული იდეა – შეურიო სხვადასხვა სტილი და გადაასხვაფერო. ეს შენთვის, მყიდველისთვის, საუკეთესო საშუალებაა, შეუხამო სხვადასხვა კომპლექტის, ფერის და ფორმის თეთრეული და სასურველი შედეგიც მიიღო.
  • ძალიან მოდურია კორსეტის, როგორც ტანსაცმლის ტარება. მაგალითად პიჯაკის ქვეშ, თეთრი ზედატანის ზემოდან.
  • სიახლე- საცვალი მაღალი წელით. ისინი, სავარაუდოდ, სულ მალე ჩვენი გარდერობების მხედველობაში მისაღებ დეტალად იქცევიან. რას ვიზამთ, მოგვიწევს შევეჩვიოთ.
  • სტრინგი ნელ-ნელა მოდიდან  ქრება. მას ცვლის შორტი, ტანგა და საცვლები სპეციალურად დამუშავებული გვერდებით, რომლებიც ტანსაცმელში არ ჩანს.
  • დეკორი: ნაქარგები და არშიები (შეიძლება ტყავის და ბეწვისაც კი). მბზინავი დეტალები ნელ-ნელა წარსულში რჩება. მთავარ ელემენტებად კი ბაფთები, არშიები და თასმები გვევლინება.

მაშ ასე, გთავაზობ რამდენიმე ვარიანტს პირად ცხოვრებაში პიკანტურობის შესატანად. გინდა პრელუდია? მაშინ ჩაიცვი ისე, რომ გაგხადონ.

ტრენდი: თვალში საცემი ფერი

ვარდისფერი და ჟოლოსფერი — სეზონის აქტუალური ფერებია. კორსეტის ფორმა და შავი კონტურები კი შთაბეჭდილებებს უფრო ამძაფრებს.

1. ROBERTO CAVALLI, €79,
2. MISS NAORY, €40

ტრენდი: ყავისფერი და კრემისფერი

ეს აბრეშუმისა და შავი არშიის შეხამება დრამატულად გამოიყურება და ცოტა ვიწროდაც, როგორც პიკანტური ტატუ კანზე, ოღონდ გაცილებით უფრო ლამაზი.

1.BODY MALIZIA by LA PERLA, €69,
2. ქამარი MISS NAORY, €45

ტრენდი: კოპლები

შავი კოპლები ღია ფონზე ნამდვილად ლამაზად გამოიყურება, მიუხედავად მინიმალისტური დეკორისა.

1. ბრა ERMANNO SCERVINO, €45,
2. ქვედა საცვალი ERMANNO SCERVINO, €40

ტრენდი: Mix&Match

ყვავილები, ვინტაჟის სტილის საცვალი-შორტები ძალიან მიმზიდველია mix&match-ის კომპლექტებში, როცა სხვადასხვა ფერის და ფაქტურის თეთრეულს ვუხამებთ საკუთარი გემოვნებით.

1.  ბრა BLUMARINE, €62,
2. საცვალი MARNI, €79,
3. ზედა  DOLCE & GABBANA UNDERWEAR, €65

ტრენდი: კრემისფერი რეტრო

კორსეტი პირდაპირ ბებიის სკივრიდან – საუკეთესო ვარიანტია კლასიკის მოყვარულთათვის.

1. ზედა СЕSARE PACIOTTI, €128,
2. საცვალი LISE CHARMEL, €40

ტრენდი: ვამპი

მათთვის, ვისაც უყვარს შავი ატლასი, ბადე და ექსტრემალური მოდელები. ეს სატყუარაა თამაშებში შესატყუებლად…

1. BODY MISS NAORY, €109,
2. გიპიური ROBERTO CAVALLI, €98,
3. საცვალი EMPORIO ARMANI, €20

ტრენდი: ეგზოტიკური პრინტები

სულ ცოტა ლეოპარდის ან ვეფხვის ტყავი და ყველაფერი ნათელია…

1. ბრა  ROBERTO CAVALLI, €49,
2. ბრა ANTI-FLIRT, €25,
3. საცვალი MISS NAORY, €40

ეს მცირე რჩევებია. შეგიძლია, თავად მისცე ფანტაზიას გასაქანი და შენთვის ოპტიმალური შეხამება შექმნა. შენ წარმატებას გისურვებ.

გახსოვდეს, შენზე უკეთესად სხვა ვერასდროს მიხვდება, თუ რა გჭირდება.