Home Events

The Victoria’s Secret Fashion Show ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და ძვირადღირებული შოუა მოდის კალენდარზე, ამჯერად იგი ლონდონში გაიმართა. შოუში 47 მოდელი იღებდა მონაწილეობას, მათგან 10 ახალი სახე და ორი “ანგელოზი” – ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმა. ჩვენება ექვს თემად იყო დაყოფილი: მოოქროვილი ანგელოზი (Gilded Angel), ეგზოტიკური მოგზაური (Exotic Traveller) , ზღაპარი (Fairy Tale), საოცნებო გოგო (Dream Girl), ვარდისფერი უნივერსიტეტი (University of Pink) და ანგელოზების მეჯლისი (Angel Ball). ჩვენების მუსიკალურ მხარეს ცოცხალი შესრულებით აფორმებდნენ: არიანა გრანდი, ედ შირანი, ჰოზიე და ტეილორ სვიფტი, რომელსაც უკვე Victoria’s Secret-ის ანგელოზადაც მოიხსენიებენ.

Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე 39 წყვილი ფრთა იყო გამოყენებული, კარლი კლოსის ფრთები 18-კარატიანი ოქროსგან იყო შექმნილი, ხოლო ერთ-ერთი ბიუსტჰალტერი “მეოცნებე ანგელოზის ფანტაზია” (Dream Angels Fantasy) 2 მლნ დოლარადაა შეფასებული.

 

შენ რას იტყვი?