Home Events

23 აპრილს მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ეს თარიღი სიმბოლურია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, რადგან 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა უილიამ შექსპირი, ხოლო 1916 წლის ამავე დღეს კი – ორი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტეს საავედრა და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა. ამიტომ შემთხვითი არ არის, რომ 1995 წელს პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) გენერალურ კონფერენციაზე სწორედ 23 აპრილი გამოცხადდა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ (World Book and Copyright Day).

იუნესკო ამ დღეს მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას გაუღვივონ ახალგაზრდებს წიგნის კითხვის ინტერესი, გააფართოვონ წიგნის გამოცემები და ხელი შეუწყონ საავტორო უფლებების დაცვას.

ქართველი გამომცემლები კი დაუღალავად ზრუნავენ მკითხველს არ მოაკლონ სიახლეები, წიგნები, ფასდაკლებები და ფესტივალები.

23 აპრილს თბილისში ერთდროულად სამი წიგნის ფესტივალი გაიმართება, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე.

წიგნი და მუსიკა 2016

21-24 აპრილს ფილარმონიაში საგაზაფხულო ფესტივალი “წიგნი და მუსიკა” გელოდებათ.

უამრავ წიგნთან და დიდ ფასდაკლებებთან ერთად აქ გელოდებათ ქართველი შემსრულებლების ლაივ კონცერტები და სხვადასხვა ლიტერატურული ღონიძიებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ლინკი.

წიგნის ფესტივალი გლდანი მოლში

22, 23 და 24 აპრილს გლდანი მოლში წიგნის ფესტივალია.

აქაც გელოდებათ უამრავი სიურპრიზი, საინტერესო ღონისძიება და რა თქმა უნდა კარგი ფასდაკლებები.

ფესტივალში მონაწილეობენ: წიგნები ბათუმში, დიოგენე, პალიტრა L, ინტელექტი, სანტა ესპერანსა, არტანუჯი, არეტე, სიესტა, ლოგოს პრესი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ლინკი.

წიგნებისა და ყვავილების ფესტივალი

მხოლოდ 23 აპრილს, მხოლოდ “ისთ ფოინთში” წიგნებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

აქ შეგიძლიათ სასიამოვნოთ და საინტერესოდ გაატაროთ დრო. იზრუნებენ როგორც თქვენი პატარების გართობაზე, ასევე შეგეძლებათ წიგნის გმირებთან ერთად ითამაშოთ დარცი, მოიგოთ საჩუქრები, დაესწროთ ან მონაწილეობა მიიღოთ ჯემ სეიშენში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ლინკი.

ჩემი პირადი ბედნიერების მექანიზმები

 

დასვენების დღეები შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ და სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატაროთ დრო. თუ სამივე ფესტივალზე მისვლას ვერ მოახერხებთ, თქვენთვის უფრო ახლოს მდებარე ლოკაცია შეარჩიეთ და აუცილებლად ესტუმრეთ. გამომცემლებმა ჩვენზე მაქსიმალურად იზრუნეს და არაჩვეულებრივ ფესტივალებს გვიწყობენ.

 

შენ რას იტყვი?