Home Events

ახალი სახელებითა და ახალი კონცეფციით, თბილისი მოდის კვირეული 19 ოქტომბერს გაიხსნება და 5 დღეს გასტანს. კვირეულის მიმდინარე სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და  ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

დაარსებიდან, თბილისის მოდის კვირეულის მიზანი იყო ქართული მოდის სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია. 13 სეზონის მანძილზე თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო ამ მიზნის მიღწევა: ქართული მოდის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდა. კვირეული ჩამოყალიბდა სივრცედ, რომელმაც წარმოშვა ახალი, თამამი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დამკვირდება მოდის მსოფლიო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამაში არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის სწორედ თბილისის მოდის კვირეულს.

თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით პროექტი ქართული მოდის სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს შეეძლება მასზე სრული ჩვენების გაკეთება, საკუთარი თავისა და პოტენციალის წარმოჩენა. კვირეული მათ ფართო აუდიტორიას და სფეროს პროფესიონალებს გააცნობს. სამუშაო პროცესში მოხდება მონაწილეთა მკაცრი შერჩევა, მათი კოლექციების დახვეწა და განვითარება.

18 ოქტომბერს, კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის“ გოგოები წარმოადგენენ. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება და იგი 30 ოქტომბრამდე გასტანს.

19 ოქტომბერს თბილისის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით, თბილისის მოდის კვირეული ოფიციალურად გაიხსნება განახლებულ აღმაშენებელზე, სადაც ახალი ტფილისის ტერიტორიაზე მოეწყობა ნინო რამიშვილის არა სასცენო კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი „სუხიშვილების“ მონაწილეობით. იმავე საღამოს მოწვეული სტუმრები CHUBIKA-  Secret Garden-ში გადაინაცვლებენ, სადაც დიზაინერი თავის შემოქმედებას პერფორმანსის და ინსტალაციების სახით წარადგენს.

შემდეგი 4 დღის მანძილზე, 20-23 ოქტომბერს, სასტუმრო ROOMS TBILISI გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი: MACH & MACH, მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, ETHERE ACCESOIRE, თამთა Add to dictionary, სალომე ტყაბლაძე, თამუნა ბერაძე, ლაშა ჯოხაძე, ნინი ჭელიძე, ANASTASIA, გიორგი კვეზერელი, Kate’s Cool, გიორგი ტატანაშვილი და TAMANINI. კვირეულს ასევე ესტუმრება ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint, რომელიც თავის ახალ კოლექციას წარმოუდგენს ქართველ მაყურებელს. კვირეული 23 ოქტომბერს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველ პრემიალურ პროექტ „სკაილაინ რეზიდენს“-ში დაიხურება, სადაც დიდი წვეულება და მოდის ინსტალაცია/წარმოდგენა მოეწყობა. კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებებს შორის ასევე გაიმართება შამპანიურის ახალი ბრენდის LUCIANO დეგუსტაცია. კვირეულის განრიგი ხელმისაწვდომი იქნება 13 ოქტომბრიდან ოფიციალურ ვებ გვერდზე www.tfw.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE ITALIA, BRITISH VOGUE, Vogue Russia, ELLE Russia, Barneys NEW YORK, Fabulous Muses Blog, Harper’s BAZAAR Kazakhstan, British GQ, END magazine, ACHTUNG MODE, Lufthansa Magazine, Planet Fashion, Nargis Azerbaijan, Fashion To Max, Vogue Japan, www.le21eme.com. თბილისს ასევე ესტუმრება ცნობილი სტილისტი/ბლოგერი Oksana On, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს „კინემატოგრაფის და ხელოვნების გავლენა მოდაზე“. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმანსპინძლებს (ე.წ. Buyers): Saks Fifth Avenue – Almaty, Portrait Store, PODIUM MARKET, KUZNETSKY MOST, Al Duca d’Aosta VENECIA – ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოუ-რუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ.

2016 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის  MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე კვლავ იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც კვირეულის ერთგული პარტნიორია და რომლის სპეციალისტებიც ახლახან დაბრუნდნენ პარიზის მოდის კვირეულიდან, სადაც რამდენიმე ჩვენებაზე იმუშავეს.

ღონისძიების წარმდგენი – დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“

გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL

ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო ROOMS HOTEL TBILISI

მხარდამჭერები:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ოფიციალური კოსმეტიკა – MAC

პარტნიორი: სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”

ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები, iStudio, Luciano, Brotmeister.

საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”

გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

 

შენ რას იტყვი?