Home Events

ოთხი დღის განმავლობაში, 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით თბილისის მე-13 მოდის კვირეული მიმდინარეობდა. ღონისძიების ძირითადი ლოკაცია სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi იყო, სადაც 200-მდე უცხოელი მოწვეული სტუმარისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე 20 ჩვენება გაიმართა, რომელთან ზოგიერთი მართლაც გამორჩეული და საინტერესო აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი დიზაინერების მიერ წარმოდგენილი 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები ზუსტად პასუხობდა მსოფლიო მოდის ამავე სეზონების ტენდენციებს და ამასთანავე შენართუნებული იყო ავთენტურობა.

დრო, როდესაც პოდიუმზე წარმოდგენილი სამოსი მხოლოდ მაღალი მოდის სტანდარტებს პასუხობდა, საბედნიეროდ დასრულდა. ქართველმა დიზაინერებმა კარგად იციან რა სურს მომხმარებელს და სთავაზობენ სამოსს, რომელიც მოთხოვნადია და კარგად შეესაბამება ჩვენი ცხოვრების სტილს.

საქმიანი ქალი

ახალგაზრდა საქმიანი ქალი, რომელსაც სურს გამოიყურებოდეს მოდურად და სოლიდურად.

V ჭრილი

ლათინური ასო V-ს ფორმის ჭრილი სამოსს განსაკუთრებულ ქალურობას ანიჭებს.

გრძელი პალტო

თუ თქვენს გარდერობში ინახება თქვენი მშობლების გრძელი პალტოები, რომლებიც ასე მოდური იყო, შემოდგომა-ზამთრის სეზონში შეგიძლიათ ასეთ სამოსს ახალი სიცოცხლე შთაბეროთ.

ტყავის სამოსი

ტყავის სამოსი კვლავ აქტუალურია.

კულტურული მრავალფეროვნება

ქართველი დიზაინერების, ისევე როგორც მოდის სამყაროს სხვა წარმომადგენლებისთვის, ინსპირაციის წყარო ესა თუ ის ქვეყანა და მისი კულტურა ხდება.

 

შენ რას იტყვი?