Spotlight-ი ქართულ მარკეტინგული ღონისძიებაა და ის წელს პირველად ტარდება საქართველოში. ღონისძიების ორგანიზატორია პირველი ქართული ინტერნეტ-ჟურნალი ბიზნესზე – Marketer.ge.

“ეს არის შემდეგი საფეხური და პატარა ექსპერიმენტი ქართული მარკეტინგის ისტორიაში, რომელიც აუცილებლად გაამართლებს. ჩვენი მიზანია ახალი სივრცის შექმნით ქართული მარკეტინგის და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება.

Spotlight-ი არის ადგილი, სადაც გამოცდილი ქართველი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, ეს არ არის ლექცია ან გაკვეთილი, ეს არის 13 წუთში გაზიარებული გამოცდილება, პრაქტიკიდან მიღებული ცოდნა და რეალური ისტორიები.

ძალიან შთამბეჭდავი სპიკერები გვყავს, ცნობილია მათი სახელები და კომპანიები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ: ოთო ფერაძე OTO|DEV,  თორნიკე გურული Bank Of Georgia, გიგა ხატიაშვილი 919, გიორგი პოპიაშვილი JWT METRO, ნინო ჯიბლაძე Gulf Georgia, ნინო ეგაძე Red Bull, ლევან ლეფსვერიძე Leavingstone, ლაშა გოგუა Bank Constanta, თეონა ბაღდავაძე Beeline, მარიკა დარჩია Palitra Media,  ვატო ქავთარაძე Windfor’s, სოსო გალუმაშვილი GEPRA, მაკა ყუფარაძე BOC global events group, ლევან ბახია Sarke AD studio.

საკმაოდ დიდია დაინტერესება და ღონისძიებაზე დასწრების სურვილი. სპეციალურად მოწვეული სტუმრების გარდა, Spotlight-ზე დასწრება შესაძლებელი იქნება ასევე რეგისტრაციით, რომელიც ამოქმედდება 1 დეკემბერს პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე. www.spotlight.ge” – აცხადებს ნინო ახალაია, პროექტის მენეჯერი.

შეგახსენებთ ღონისძიების ოქროს სპონსორია Tbilisi Mall, გენერალური სპონსორი Veritas Brown Caucasus. ტექნოლოგიური პარტნიორი Huawei. ოფიციალური პარტნიორი OTO|DEV. ინტერნეტ ტელევიზია Focus TV.  მხარდამჭერი: ჯეპრა.  მედია პარტნიორები: რადიო პალიტრა, კვირის პალიტრა, ჟურნალი გზა. Forbes, EGO, Bpn.ge, Palitratv.ge, Ipn.ge. Caucasian Business Week, pink.ge, Marketer.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

www.spotlight.ge

www.facebook.com/spotlightge