Spotlight poster

Spotlight, რომელიც პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, ახალი ენერგიით უბრუნდება აუდიტორიას.

ამჯერად ღონისძიება 8 ივნისს გაიმართება და მას გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია უმასპინძლებს. პროექტის უცვლელი ორგანიზატორია Marketer.ge, პირველი ქართული ონლაინ ჟურნალი ბიზნესზე.

წელს Spotlight-ს 300 ადამიანი დაესწრება. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები 20 მაისიდან Biletebi.ge-ზე გაიყიდება და ფასი 25 ლარიდან დაიწყება, ეს ნებისმიერ მსურველს მისცემს ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობას.

Pink.ge-მ მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ სპიკერებს შორის იქნება დავით ბირმანი, საქართველოს ბანკის ციფრული ბრენდის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ საინტერესო პრეზენტაცია გველის წინ – სოციალური მედიის და ინტერნეტ მარკეტინგის თემაზე. სხვა სპიკერების ვინაობას ჯერ-ჯერობით არცერთი მედია საშუალება და არც მარკეტერი არ ასახელებს. თუმცა სულ მალე ეს ინფორმაცია www.spotlight.ge-ზე გამოქვეყნდება.

ღონისძიება ვერ ჩატარდებოდა რომ არა მისი მხარდამჭერები: პლატინის სპონსორი – ბორჯომი, ოქროს სპონსორი – კომპანია ACT, გენერალური სპონსორი – PATIOART, ვერცხლის სპონსორი – სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”.

„ჩვენ, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში”,  ვცდილობთ ადამიანებს ვაჩუქოთ შთაბეჭდილება და ცხოვრების ბოლომდე დასამახსოვრებელი წამები და  ვიცით რომ სწორი მარკეტინგული სტრატეგიისა და კომუნიკაციის გარეშე ეს უბრალოდ ვერ განხორციელდება. სწორედ მარკეტინგი ქმნის და აწოდებს მომხმარებელს ღირებულებას. ასევე  ძალიან კარგად ვიცით, რომ კონკურენტულ გარემოში მარკეტინგის გარეშე ვერც ერთი კომპანია ვერ იქნება წარმატებული.

ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ სპონსორები ღონისძიებისა, რომელიც მარკეტინგული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს და ამით თავისი დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.“ – განაცხადეს “ქარვასლა”-ს მარკეტინგის დეპარტამენტში.

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია

ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV, LIG Studio, და REMBOW

მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, Mymaika.ge

მედიაპარტნიორები: TV11, PalitraTV, ტაბულა, რადიოიმედი, ჟურნალიგზა, Ipn.ge, Bpn.ge, Forbes, Caucasus Business Week, Wis.ge, Feme.ge, News.ge, Myvideo.ge, Pink.ge, FocusTV, Marketer.ge

პროექტის ოფიციალური Facebook გვერდი: www.facebook.com/spotlightge

Spotlight poster date