Home Events

ხვალ, 25 ნოემბერს, 13:00-ზე პუშკინის სკვერში ქალები შსს-ს სპეც.დანაყოფის შექმნის მოთხოვნით იკრიბებიან.

“ქალთა მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ივენთის ლინკი: შეუერთდი აქ.

ქალზე ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. 2015 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი. დანარჩენ შემთხვევებს გაგრძელება არ მოჰყოლია.

ჩვენი სახელმწიფო ბრმაა გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, რადგან მას აკლია კომპეტენცია და ნება: დღემდე არც ერთი ფემიციდის/ქალთა მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს არ დაუდგენია გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს და რომელსაც ექნება შესაფერისი ცოდნა და მანდატი.

ამ მოთხოვნით 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს, ვიკრიბებით პუშკინის სკვერში 13:00 საათზე და მსვლელობას გავმართავთ პოლიციის შენობამდე (თაბუკაშვილის 27). ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს. ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალის სახელით ჩვენ დროშებად აღვმართავთ კაბებს და დავიძრებით პოლიციისკენ. კაბა, რომელიც ექსკლუზიურად ქალის ტანისამოსად ითვლება, ქალთა სოლიდარობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იქნება დღეს.

შემოგვიერთდი 25 ნოემბერს! მოიტანე კაბა, როგორც დროშა და მიიღე მონაწილეობა მსვლელობაში. ერთად მოვთხოვოთ სახელმწიფოს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ნამდვილი, ეფექტური ბრძოლა. 

მოვთხოვოთ შსს-ს სპეციალური დანაყოფის შექმნა!  
ჩვენ აღარ მოვითმენთ ძალადობას!

შენ რას იტყვი?