9 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის” პავილიონში გაიმართა სილამაზის კონკურსის “მის საქართველო 2013” ფინალური ეტაპი, რომლის ერთ-ერთი ინტერნეტ მხარდამჭერი pink.ge იყო. კონკურსანტების და პრიზების შესახებ ინფორმაცია ჩვენი პოსტითაც იყო ცნობილი.

საქართველოში ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოსაპოვებლად 28 ულამაზესი კონკურსანტი იბრძოდა. მათ შორის საუკეთესოს გამორჩევა არც თუ ისე ადვილი იყო ჟიურისთვის, რომელიც ცნობილი დიზაინერებით და სამოდელო სფეროში მოღვაწე ადამიანებით იყო დაკომპლექტებული.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ:

  • ჟიურის თავმჯდომარე, “იმიჯ-ცენტრი”-ს დამფუძნებელი ქ-ნი ია კიწმარიშვილი;
  • ჟიურის წევრები: დიზაინერი ბ-ნი ავთანდილ ცქვიტინიძე,
  • დისფიქჩერსის დამფუძნებელი და რეჟისორი ბ-ნი დავით იმედაშვილი,
  • კომპანია “ტოიოტა ცენტრი თბილისის” წარმომადგენელი ქ-ნი ნინუკა გაგუა,
  • კომპანია ზარაფხანას დირექტორი ბ-ნი დავით ხაჩიძე,
  • კიკალა სტუდიოს დამფუძნებელი ბ-ნი მამუკა კიკალიშვილი,
  • კომპანია “მარიონელას” დამდუძნებელი ქ-ნი ლელა ტურძელაძე,
  • ტელეკომპანია “MBOX”-ის პროგრამების დირექტორი ქ-ნი ლიზა ვადაჭკორია და
  • ოლიმპიური მზადების ცენტრის დირექტორი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი მხატვრულ ტანვარჯიშში ქ-ნი ფიქრია ფანქველაშვილი

მათ შეძლეს გამოევლინათ საუკეთესო ხუთეული: ელენე გამყრელიძე, მაკა გიგაური, თაკო ნასყიდაშვილი, ანა ზუბაშვილი, თიკა ჯაბანაშვილი, ხოლო მეექვსე წევრად – ელენე წიკლაური, როგორც ინტერნეტ მომხმარებლების რჩეული.

აღსანიშნავია, რომ კონკურსანტები სცენაზე საცურაო კოსტიუმებით არ გამოსულან, თუმცა შოუ მათ მიერ შესრულებული სექსუალური ცეკვით გაიხსნა. საღამოს კაბები “მარიონელას” სამოდელო სახლს ეკუთვნოდა.

მის საქართველო 2013

უნდა აღინიშნოს, რომ გოგონები სილამაზესთან ერთად ძალიან ნიჭიერები არიან. ისინი უკრავენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე და მათ შორის არის “სუხიშვილების” მოცეკვავეც.

ლამაზი შოუს და კარგი მუსიკით გაჯერებული საღამოს ბოლოს, ჟიურიმ გამოავლინა ნომინაციები და გამაჯვებული სამეული:

მეორე ვიცე “მის საქართველო” გახდა თიკა ჯაბანაშვილი.

ვიცე “მის საქართველო” 20 წლის ელენე გამყრელიძე გახდა, რომელიც პროფესიონალი მოდელია და კონკურსანტებს შორის ყველაზე შარმიანი იყო.

“ზარაფხანას” მიერ დამზადებული ულამაზესი დიადემის გადასაცემად და გამარჯვებულის გამოსაცხადებლად სცენაზე “იმიჯ ცენტრის” გენერალური დირექტორი და “მის საქართველოს” კონკურსის ორგანიზატორი ქალბატონი ია კიწმარიშვილი ავიდა სცენაზე.

“მის საქართველო 2013” გახდა 20 წლის ანა ზუბაშვილი, რომელიც ჩვენი რჩეულიც იყო.

“მის საქართველო 2013”-ის ტიტულის მფლობელი და ტოპ-ხუთეული გაემგზავრებიან სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსებზე.

შოუს ტელეკომპანია იმედის ეთერში უახლოეს დღეებში ვიხილავთ. მანამდე კი წარმატებები ვუსურვოთ გამარჯვებულებს!