miss georgia 2013

კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ორგანიზებით “ტოიოტა ცენტრ თბილისში” გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც მოხდა “მის საქართველო 2013”-ს ფინალისტებისა და მთავარი პრიზის წარდგენა. წელს გამარჯვებული “მის საქართველო” მთავარ პრიზად მიიღებს “ტოიოტა ცენტრი თბილისი”ს მიერ დაწესებულ ელეგანტურ ავტომობილს, ახალ Toyota RAV4-ს.

შერჩეული 28 გოგონა აქტიურად ემზადება დასკვინთი ღონისძიებისთვის, რომელიც დაგეგმილია 26 იანვარს იმედის სტუდიის მე-4 პავილონში, სადაც კონკურსანტები იბრძოლებენ ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსის “მის საქართველო 2013”- ტიტულისთვის მოსაპოვებლად.

პროექტის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. კონკურსანტები ფიზიკურ მომზადებას გადიან სპორტ-კომპლექს “არენა”-ში. მათ ჩაუტარდათ ფოტოგადაღება კიკალა-სტუდიოში. ფინალისტების გარეგნობაზე ზრუნავს სალონების ქსელი “მელანჟი”. მათ ჩაცმულობას უზრუნველყოფენ მოდის სახლი მარიონელა და შუზ-კაფე “მადონა”.

წარმომადგენლობითი ჟიური დაასახელებს ნომინაციებში გამარჯვებულებს, ტოპ ათეულს, ვიცე მისებს და კონკურსის გამარჯვებულს “მის საქართველო 2013”-ს.

ფინალისტების ფოტოები განთავსებულია ღონისძიების ფეისბუქის გვერდზე და ვებ გვერდზე missgeorgia.ge, სადაც მიმდინარეობს ხმის მიცემა, რის შედეგადაც გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში “მის ინტერნეტი”.

“მის საქართველო 2013”-ს ტიტულის მფლობელი და ტოპ-ხუთეული გაემგზავრებიან სილამაზის სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე.

 Contestants

მონაწილეები:

მოგვწერეთ რომელია თქვენი ფავორიტი?