Home Events

8 მარტს, სავაჭრო ცენტრმა “ქარვასლა” ქალბატონებს დიდი ზეიმი მოუწყო. ცენტრის მეორე სართულზე შეგეძლო გადაგეღო პროფესიონალური ფოტო, გაგესინჯა წითელი ღვინო, გაგეკეთებინა სახის და ხელის მასაჟი და მიგეღო უამრავი საჩუქარი.

Karvasla

იქ მისულს სასიამოვნო ატმოსფერო, მუსიკა და უამრავი ქალბატონი დამხვდა. სილამაზის აკადემიის პროფესიონალი ვიზაჟისტები და სტილისტები ქალბატონებს მაკიაჟით, თმის ვარცხნილობით და ფრჩხილების მოხატვით ანებივრებდნენ. ეს კონკრეტული საჩუქრები მათთვის იყო განკუთვნილი, ვინც ის ლოტოტრონის სისტემის მეშვეობით მოიგო ან ვარცხნილობის კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

ქარვასლას წარმომადგენლებს არც პატარები დავიწყებიათ – პროფესიონალი მხატვარი მათ სახეებს უხატავდა.

ამას გარდა გათამაშდა ღვინო, ტაილანდური მასაჟი, ფასდაკლების ბარათები სამკაულების მაღაზია დეკასგან, ლორეალის და მეიბილაინის პროდუქციაზე.

პროფესიონალური მაკიაჟი მეც მხვდა წილად და საკმაოდ კმაყოფილიც დავრჩი.

Karvasla 7

ქარვასლას წარმომადგნენლები მსგავს ღონისძიებებს და სხვადასხვა სიურპრიზს ყოველ შაბათს გვპირდებიან :)

მაგალითად შაბათს, ანუ ხვალ, 15:00-დან „ქარვასლა“ დიდ საცეკვაო მოედნად გადაიქცევა.

ქარვასლაში Zumba მიდის!!!

ვინც არ იცით Zumba-ს შესახებ, ეს საცეკვაო ფიტნეს პროგრამაა, რომელშიც ლათინური და საერთაშორისო მუსიკა და მოძრაობები შედის. ღონისძიებას Zumba -ს სერთიფიცირებული ტრენერი გაუძღვება.

თუ ხვალ შეუერთდებით ამ მხიარულებას, “ქარვასლა” დაუვიწყარ გართობას, კონკურსებს და უამრავ ღიმილს გვპირდება. ასევე გელით საინტერესო საჩუქრები, რომლებიც ღონისძიების მხარდამჭერებმა – Bambata Dance Club, Master Sport და Jeans Gallery – დააწესეს.

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა” ცოტნ დადიანის 7-ში მდებარეობს.

zumba bambataimage descriptionmaster sport

 

3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?