Home Events

2013 წლის 29 ივნისს, შაბათს, 11:00 საათიდან – 13:00 სთ-ზე ვაკის პარკიდან კუს ტბის მიმართულებით გაიმართება 5კმ-იანი გარბენი ”თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ – ნუ გაჩუმდები! ”.

გარბენის ორგანიზატორებია არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” და ”ჰელფინგ ჰენდი”.

აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის „გენდერ.ჯი“-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ. პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით.

დღის განრიგი:

10 : 00 სთ – მონაწილეთა რეგისტრაცია

11 : 00 სთ – 5 კმ – იანი გარბენი

11:00 სთ – გოგონათა ამხანაგური მატჩი ძალადობის წინააღმდეგ

12 : 00 სთ – მონაწილეთა დაჯილდოვება

შემოგვიერთდით და ერთად აღვმოფხვრათ ქალთა მიმართ ძალადობა!

გამარჯვებულებს აჯილდოებს საიუველირო მაღაზია “სოფია სილვერ”, ბოულინგ ცენტრალი, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“, გარბენის მონაწილეებს გაუმასპინძლდება ენერგეტიკული სასმელი „რედბული“.

ღონისძიებას დაესწრებიან და გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მორბენალები, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“.

დამატებითი ინფორმაცია: 599 92 41 34, 599 73 80 19

შენ რას იტყვი?