EMLWF2013_CREDITPHOTO VISIONBYAG (16)_1

ჩინეთის ქალაქ შენზენში გაიმართა Elite Model Look-ის 30-ე მსოფლიო ფინალი. 30-ე კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა 16 წლის ევა კლიმკოვა ჩეხეთიდან, რომელმაც თავისი პიროვნული თვისებებით, ელეგანტურობითა და ფოტოგენურობით მოხიბლა ჟიური.

ევა კლიმკოვა, ჩეხეთი
ევა კლიმკოვა, ჩეხეთი

ულამაზეს ფინალურ ღონისძიებას ესწრებოდა 1800-მდე VIP სტუმარი. შოუს შთაგონების წყარო გახლდათ დიზაინერ ალექსანდრ მაქქუინის გეომეტრიული კოლექცია. ფინალურ ღონისძიებაზე ერთმანეთს კონკურენციას უწევდა 54 ქვეყნის წარმომადგენელი. მონაწილეთა მომზადებაზე ზრუნავდა სამოდელო სააგენტო Elite-ის 3 სუპერ მოდელი Malgosia Bela, Liu Wen და Charlotte Di Calypso.

მონაწილეები რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ ფინალური შოუსთვის.

საქართველოდან საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე მონაწილეობას იღებდა Elite Model Look Georgia 2013-ის გამარჯვებული, 14 წლის ანასტასია იგონინა ბათუმიდან.

 

სომხეთის სახელით კი მონაწილეობას იღებდა Elite Model Look Armenia 2013-ის გამარჯვებული, 21 წლის ანა გრიგორიანი ერევნიდან.

ანასტასია და ანა წარმატებით გამოვიდნენ ამ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე, რის შედეგადაც მიიღეს რამდენიმე შეთავაზება სხვადასხვა აზიური სააგენტოებიდან და სულ მალე გაემგზავრებიან საზღვარგარეთ სამოდელო კონტრაქტით.

გთავაზობთ ELITE MODEL LOOK WORLD 2013 -ის Top-15:

  1. ჩეხეთი / ევა (გამარჯვებული)
  2. მონაკო / ალექსანდრა (2 ადგილი)
  3. ანგოლა / ამილნა (3 ადგილი)
  4. უნგრეთი / დალმა (3 ადგილი)
  5. ავსტრია / ვიქტორია
  6. დანია / ფილიპა
  7. საფრანგეთი / ესტელ
  8. გერმანია / ჯინა
  9. ნორვეგია / სუნივა
  10. პოლონეთი / იგა
  11. რუმინეთი / პარტისია
  12. რუსეთი / ანია
  13. სლოვაკეთი / ბაია
  14. გაერთიანებული სამეფო / მეი
  15. ამერიკის შეერთებული შტატები / კაილინ

EMLWF2013_CREDITPHOTO VISIONBYAG (9)